კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარმა პროკურორმა აჭარის პროკურორები დააჯილდოვა

2 ივნისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

28 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან ერთად აჭარის პროკურატურას სტუმრობდა. მან აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და რამდენიმე მათგანი  მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, პროკურორები „ერთგულად ემსახურებიან“ კანონს, რის გამოც სამახსოვრო საჩუქარი - მაჯის საათი გადასცა ხუთ პროკურორსა და მადლობის სიგელით კი ორი პროკურორი დააჯილდოვა - ფრიდონ ქარცივაძე და ანზორ უსტიაძე. 

„დღეს ჩვენ ჩამოვედით აჭარაში, საოლქო პროკურატურაში, სადაც მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადავეცით ჩვენს დამსახურებულ თანამშრომლებს. მათ მადლობა მოვუხადეთ გაწეული საქმიანობისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურა დღეს მზად არის იდგეს სამართლიანობის სადარაჯოზე“, - აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.

მედიის შეკითხვებს მთავარმა პროკურორმა არ უპასუხა. 

ახალი ამბები