კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ საყდრისი - ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერა

3 ივნისი, 2014
 
gyla.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების - კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია RMG Gold-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება. 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეუჩერებლობით, შესაძლოა, მოხდეს ზემოაღნიშნული ობიექტის დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულების აღდგენა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ ინტერესის დაცვა, რომლის დასაცავადაც მოსარჩელეებმა წარადგინეს სასამართლოში სარჩელი. 

სასამართლომ მიუთითა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზემომითითებული ობიექტის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რაც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ თუ არქეოლოგიურ ღირებულებას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების მიუღებლობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან აღარ იარსებებს დავის საგანი“. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობას საია ახორციელებს.    

ახალი ამბები