კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბანი ორ ოთახშია მოწყობილი

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანი ორ ოთხაშია მოწყობილი. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვატყობინებს, პირველ ოთახში არიან ნაკადის მომწესრიგებლები, აქვეა საარჩევნო ყუთი და კაბინა, მეორე ოთახში კი კომისიის მდივნის, რეგისტრატორების და კომისიის სხვა წევრების სამუშაო მაგიდებია მოწყობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, საარჩევნო უბანი ოთახში ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მისი ნებისმიერი წერტილიდან შეიძლებოდეს საარჩევნო ყუთის და კაბინის დანახვა. 

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა  ინფორმაცია ჩანაწერთა წიგნში შეიტანა.

ახალი ამბები