კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GFK-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით "ქართული ოცნება" ლიდერობს

15 ივნისი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით "ქართული ოცნება" ლიდერობს. 

მას გამოკითხულთა 47,8% უჭერს მხარს. მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს, 26,1%-ით. მესამე ადგილზე 8,3%-ით "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციაა". მეოთხე ადგილზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 5.8%-ით. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიები 4%-იანი ბარიერს ვერ გადალახავენ. 

GFK-ს ეგზიტპოლების ფარგლებში 7 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. GFK-მ ეგზიტპოლები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

ახალი ამბები