კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 სთ-ის მგომარეობით

15 ივნისი, 2014
 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო (16,65%). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12.00 საათის მდგომარეობით იყო - 17,15%.

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა 13:00 სთ-ზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკომ 9 ივნისს გამოაცხადა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და განმარტა, რომ 1 მაისის მონაცემებთან შედარებით ამომრჩეველთა სია შემცირდა 43, 024-ით. იქვე აღინიშნა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნდათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ვერ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ დროულად არ აიღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს მაინც. შესაბამისად, იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც აღნიშნული პროცედურა ვერ გაიარეს, ცესკოს არ გადმოსცემია იუსტიციის სამინისტროს მიერ.

ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამორმჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში.

* * *
შეგახსენებთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, - არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ საარჩევნო ადმინისტრაციას.

დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო მოსახლეობას დეტალურად გააცნობს ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო მომდევნო განცხადებას 15:30 სთ-ზე გააკეთებს.
 

ახალი ამბები