თანამდებობა: იურისტი
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2014 წლის 30 ივნისი, 1500 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ხელფასი: 450 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში
მოვალეობები:
*ადამიანის უფლებებზე ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები
*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე
*დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
*კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი, ადამიანის უფლებებზე უკვე მომზადებული ანგარიშის ნიმუში და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 ივნისი, 15:00 სთ.
გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება არანაირი სატელეფონო ზარები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.