კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის განხილვა აგვისტოდან დაიწყება

8 ივლისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 ივნისს გამთენიისას გორში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით  6 პირი დააკავეს.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგი კ. 1972 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კობა გ. 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ მ. 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ დ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ ჯ.

სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას-ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა, გოგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას -„მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 8 ვაზნით, ცეცხლსასროლი თოფი „ვინჩესტერი“ 26 ვაზნით და 10 000 აშშ დოლარი, კობა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და 1ცალი ხელყუმბარა, ნიკოლოზ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთო თანხა 12 260 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთო თანხა 210 ლარის ოდენობით ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს  223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.  დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ხოლო პროკურატურამ სასამართლოს წინაშე დააყენა შუმადგომლობა  აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.  

პროკურორის განმარტებით, გირაოს შეფარდების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოძიების მსვლელობას ხელი შეეშალპს, ან ბრალდებულები მიიმალონ. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექვსივე პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარადა. 

დაკვებულების ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს არსებით სხდომებზე პროკურატურას წაყენებული ბრალდების მტკიცება გაუჭირდება, რადგან მათ ამ დროისთვის უტყუარი მტკიცებულებები არა აქვთ.

კახა კალმახელიძე, ოთარ ჯ-ს ადვოკატი: „პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარების დროს   ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მის ოჯახის წევრებს არ მიეცათ საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ. იყო საუბარი თითქოს „საერთო სია“ და თანხა, რომელიც ამოიღეს ჩხრეკის დროს,  ეს იყო ოჯახის საკუთრება.  ქურდული სამყაროს წევრობა, როგორც დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა. მე მიმაჩნია რომ ბრალდების მხარეს ამის მტკიცება სასამართლოზე ძალიან გაუჭირდება არსებით სასამართლო სხდომაზე. პრეტენზიები გვაქვს ძირითადად ჩხრეკასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „საერთოს“ (ე.წ. ობშიაკის) აკრეფას, ამის მტკიცებულებები არ არსებობს. არსებითი ცვლილებები არ მომხდარა არც შინაგან საქმეთა  სამინისტროში და არც პროკურატურაში. მათ გააგრძელეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა, კონკრეტულად ამ მუხლთან მიმართებაში, რაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ეხება. ასევე წინა წლების ტენდენცია მოდის, რადგან ადამიანი არის ნასამართლევი, იგი პრობლემას გვიქმნის და ციხეში უნდა გვყავდეს ისევ, რაც არის არასწორი. იმის მაგივრად, რომ პრევენციას მიექცეს დიდი ყურადღება, პოლიცია და პროკურატურა კვლავ ,,გამოჭერაზე“ არიან. სამწუხაროდ, ამ მუხლით ნებისმიერი პირობნების დაჭერა შეუძლიათ, ვინც უბრალოდ ახსენებს კანონიერ ქურდს და სიტყვა „ობშიაკს“, „ტყავს“ და ა.შ. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ასევე დანარჩენი 5 დაკავებული ბრალდების არც ერთ ნაწილს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ თვლიან“.

ერთ-ერთი ბრალდებულის  გიორგი მ-ის დედის განცხადებით აბაზანიდან ამოღებული ცეცხლსროლი იარაღი მისი შვილს არ ქონდა და ეჭვობს, რომ პოლიციამ იგი ჩხრეკის დროს ჩადო. 

ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული  6 პირის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში   აგვისტოს თვეში დაიწყება. 

ახალი ამბები