კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ვირჩევთ სიცოცხლეს“ - გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას

29 ივლისი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, 28 ივლისს იმიტირებული არჩევნების აქცია გაიმართა. საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო ყუთებთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ხმა სიცოცხლეს და ჯანმრთელობის უფლებას მისცეს. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციით მონაწილეებმა უფასო მკურნალობის მოთხოვნით სახელმწიფოს სიმბოლური გზავნილი გაუგზავნეს.

„28 ივნისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უკვე წლებია, ეს თარიღი საგანგებოდ აღინიშნება. მესამე წელია, ამ აქტივობაში, C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით,  საქართველოცაა ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციების შარშანდელი აქტივობის შედეგად ფარმაკომპანიებმა 60%-ით გააიაფეს მედიკამენტები. შესაბამისად, მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, ეს საკმარისი არაა. დაუშვებელია, არსებობდეს მედიკამენტი, იკურნებოდეს დაავადება და მაღალი ფასების გამო კვდებოდნენ ადამიანები. ანუ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლებამ  უზრუნველყოს C ფეპატიტის უფასო მკურნალობა,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონის“ თანადამფუძნებელი, „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული. 

ახალი ამბები