კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერად

22 აგვისტო, 2014
 
Humanrights.ge 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა 22 აგვისტოს, ევროსაბჭოს ოფისთან,  აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციას, გარდა სახლის წევრი ორგანიზაციებისა, „საზოგადოებრივი დამცველისა“ და „გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების  კრიტიკით. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ცნობილი უფლებადამცველების - რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნისა და დაპატიმრების გამო. 

„2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს“ - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში. 

აქციის მონაწილეებმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას სპეციალური მიმართვაც შეუგზავნეს, რომელშიც ევროსაბჭოსა და მინისტრთა კომიტეტს, აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რეაგირებისკენ მოუწოდეს. 

ახალი ამბები