კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურვალეთიდან გატაცებული სამი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

25 აგვისტო, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთიდან 22 აგვიტოს რუსმა სამხედროებმა სამი მოქალაქე დააკავეს დააკავეს. სამივე მათგანი ამ დროისთვის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  

დაკავებულები არიან მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები და ილია კუდუხაშვილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, აწკარუნაშვილები დილით სოფელში თივის პრესების შესაძენად იყვნენ გასულები. ისინი ამ დროს გაიტაცეს.  

ქეთევან მაისურაძე, შოთა აწკარუნაშვილის დედა: „ოფიციალურად არავის არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ გადავრეკეთ ცხინვალში და გავიგეთ, რომ ცხინვალის მილიციაში   ჰყავთ დაკავებული.  ნაცნობი ვნახეთ და მივგზავნეთ, მაგრამ არ ანახვეს. ოღონდ, დაუდასტურეს, რომ იზოლატორში არიან. ასევე, უთხრეს ახლა დოკუმენტებს ველოდებით და რაც უფრო მალე მოიტანენ, მით უფრო მალე გავათავისუფლებთო. ოჯახს ჩვენ თვითონ დავუკავშირდებითო, მაგრამ ცხინვალიდან ჯერ არავინ დაგვკავშირებია“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გოჩა რატიანის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ მუშაობა დაიწყო და მორიგი გატაცების ფაქტზე საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
 
„ჩვენ მყისვე ჩავერთეთ ამაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაფრთხილებულია. დღესდღეობით ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს ვიყენებთ“, - აღნიშნა რატიანმა.

აწკარუნაშვილები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ცხოვრობდნენ და ხურვალეთში თივის პრესების საყიდლად იყვნენ ასულები. 

ოჯახის წევრების განმარტებით, ტერიტორიას, საიდანაც ავთანდილ და შოთა აწკარაუნაშვილები გაიტაცეს, ქართული მხარე აკონტროლებს. გატაცებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან და ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ.  

ახალი ამბები