კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიის თანამშრომლების ხელფასებში წელიწადში მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯება

4 სექტემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტიდან  ქალაქის მერიის გამოყოფისა და ახალი სტრუქტურულ-ადმინისტრაციული თვითმმართველობის ერთეულის შექმნამ,  ბიუჯეტის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვია.   ბიუჯეტის გაყოფის შედეგად,  ფინანსების დიდი ნაწილი ქალაქის მერიას ერგო.    ბიუჯეტის საერთო რაოდენობიდან,   რომელიც 28 456 900 ლარს შეადგენდა, ქალაქის მერიას    18  912  000 ლარი შეხვდა.  ამ დროისთვის მერიის ბიუჯეტში 9 644 000 ლარია დარჩენილი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიხარჯოს. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის თემის ბიუჯეტს იგი   7  950 000 ლარით განისაზღვრა,  საიდანაც წლის ბოლომდე დასახარჯად    4  471 000 ლარია გათვლილი.  

ქალაქ გორის  საკრებულომ ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრის დამტკიცების შემდეგ,  უკვე ქალაქის მერიაში დასაქმებული საჯაო მოხელეების სახელფასო ანაზღაურების საკითხის განხილვაც დაიწყო. 

ქალაქის მერის ყოვეთვიური თანამდებობრივი სარგო 2 750 ლარს შეადგენს, მერის პირველი მოადგილე 2 150 ლარს მიიღებს,  მესამე მოადგილე 2 050 ლარს,  სამსახურის უფროსებზე 1 490 ლარია განსაზღვრული, განყოფილების უფროსზე კი,  1000 ლარია გათვალიწინებული.

მერიაში სულ  176 საშტატო ერთეულია, მათგან 85 კი სპეციალისტი. არშიშნული საშტატო ნუსხის  გათვალიწინებით  გორის მერიის თანამშრომლებზე  ბიუჯეტიდან  წელიწადში    მილიონ 523 000 ლარი დაიხარჯება.  

საკრებულოს სხდომაზე მერიაში დასაქმებული სპეციალიტების დაყოფა მოხდა უფროსს, მთავარ, წამყვან,  და უმცროს სპეციალისტებად, მათი სახელფასო ყოვეთვიური ანაზღაურებაც დაკავებული პოზიციის მიხედვით მოხდება. 
   
სპეციალისტების დაყოფა მსგავსი სახით  საკრებულოს სხდომაზე რამაზ იოსელიანმა  გააპროტესტა,  რომელიც საკრებულოში ოპოზიციურ კვოტას ,,ქართულ პარტიას“ წარმოადგენს.  იოსელიანი შტატების ხელოვნურ გაზრდასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს: „ რად გვინდა ამდენი სპეციალისტი, ავირჩიოთ ერთი სპეციალისტი. თუ ვფიქრობთ ბიუჯეტზე და ქალაქზე, რომ ვუშველოთ ქალაქს და გადავარჩინოთ,  მაშინ ასე უნდა მოვიქცეთ. 

იოსელიანის განცხადებას სკრებულოს სხდომაზე დეპუტეტბის მხრიდან მხრდაჭერა არ მოჰყოლია  და სპეციალისტების რაოდენობის  შემცირების საკითხი დღის წესრიგში არ დადგა.  ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკას ქალაქის მერი გამოეხმაურა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს სხდომაზევე გააკეთა განმატება და აღნიშნა, რომ საშტატო ნუსხა თვითმმართველობის კოდექსს  შეესაბამება და იგი სპეციალისტების რანგირების მომხრეა.  „სტიმული ექნება თანამშრომელს განვითარებისა და უფრო მაღალი დონის სპეციალისტი გახდება,  აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ  აბსოლუტურად ვეტევით თანამდებობის ჩარჩოებში, არ ვარღვევთ ამ ჩარჩოებს და ამ ფორმით ჩვენ ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად ზრდის საშუალებას.“

რამაზ იოსელიანი,  ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა რომელმაც   აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა,  საკრებულომ კი ხმათა უმრავლესობით,  ერთის გამოკლებით,  საკითხს მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები