კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერიის თანამშრომლების კონკურსი შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ჩაატაროს

9 სექტემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოს სხდომა 8 სექტემბერს 20 წუთით გვიან დაიწყო. ამის მიზეზი დეპუტეტების ნაწილის სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო. სხდომათა დარბაზში პირველები საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მივიდნენ. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემ სწორედ დეპუტატების დაგვიანების საკითხით დაიწყო და აღნიშნა, რომ ბოლოჯერ პატიობს დეპუტატებს დაგვიანებას. 

დაგვიანებით მოვიდა სხდომაზე „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი. „ქართული ოცნების ორი წევრი - დავით წეწვაძე და იოსებ ფალელიშვილი სხდომას არ დასწრებიან.  სხდომას ასევე არ ესწრებოდნენ ქალაქის გორის მერიის წარმომადგენლები. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ჩინეთში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში გახლდათ.

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალიწინებული ხუთი საკითხი განიხილა: 1) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს #1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 2) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. 3) „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. 4) მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსირების პროგრამის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 5) წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დაჯილდოვების პროგრამის დამტკიცება.     

დღის წერიგით გათვალიწინებული საკითხების განხილვისას კამათი დეპუტატებს შორის უფრო ტექნიკურ მხარეზე მიმდინარეობდა. ზურაბ როსებაშვილმა საკრებულოს აპარატს შენიშვნა მისცა და განასახილველი საკითხების გადაცემა დეპუტატებისთვის საკრებულოს სხდომის წინა დღით მოითხოვა. 

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რამაზ იოსელიანი მერიაში თანამშრომლების შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნით დაინტერესდა და ფრაქციის სახელით აღნიშნულ კომისიაში საკრებულოს წარმომადგენლების ჩართვა მოითხოვა.  

რამაზ იოსელიანს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ზურაბიშვილმა უპასუხა: „მერი საკრებულოს წარმოუდგენს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ როგორც თავმჯდომარე ასევე კომისიის წევრები. ამ პროცესს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე. რაც შეეხება კონკურსს, თუ ვინ ჩაატარებს ტესტირების ნაწილს, ეს განხილვის საკითხია. შესაძლებელია, ეს ჩაატაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა და ყველა კითხვა მოიხსნება ნათესაობით ან არაობიექტურად კადრების შერჩევასთან დაკავშირებით“.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ ქალაქ გორის საკრებულო 15 სექტემბრის შემდეგ იმსჯელებს. ამ დროისთვის ქალაქის მერმა საკრებულოს აღნიშნული კომისიის თამჯდომარე უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ახალი ამბები