კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია პატრულ-ინსპექტორის უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე

17 სექტემბერი, 2014
 
18 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საზოგადოებრივი დამცველი შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ. 

პატრულ-ინსპექტორი იოსებ აბულაძე სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერჯერობით არ ჩაბარებია. 

იოსებ აბულაძე რამდენიმე წელია, მუშაობს შსს-ს ორგანოებში, არის გამოცდილი და კეთილსინდისიერი ინსპექტორი. მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ არაერთხელ ყოფილა გამოყენებული წამახალისებელი ღონისძიებები.

იოსებ აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება 19 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც პატრული-ინსპექტორი ღამის საათებში მეტეხის ხიდთან ე. წ. გადაკეტვაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოალეობას. ამ დროს გააჩერა BMW - ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლი გადაკეტილ ქუჩაზე ცდილობდა მანქანით შესვლას. მოქალაქემ მიმართა პატრულ ინსპექტორს აგდებული ტონით, რაზეც პატრულისგან მიიღო შენიშვნა. აღნიშნული მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს მაღალჩინოსნის, კერძოდ - გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის ერეკლე ჭოხონელიძის მეგობარი, რომელიც შარდენის ქუჩაზე იმავე სუფრასთან ქეიფობდა, სადაც მიდიოდა გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა იოსებ აბულაძე სამინისტროში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც მას გამოუცხადეს სასტიკი საყვედური.

იოსებ აბულაძემ თავისი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ შემთხვევაზე. ამის შემდეგ პატრულ-ინსპექტორის წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა სახის ზეწოლა.  ხოლო 17 სექტემბერს იგი დაიბარეს შსს-ში და განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საზოგადოებრივი დამცველი მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ობიექტური გამოძიება შსს-ს მაღალჩინოსნის, ერეკლე ჭოხონელიძის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შეისწავლოს იოსებ აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და დროული რეაგირება მოახდინოს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დევნაზე.  

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეისწავლოს აღნიშნული საქმე, გააუქმოს იოსებ აბულაძის გათავისუფლების ბრძანება და უკანონოდ გათავისუფლებული პატრული-ინსპექტორი აღადგინოს სამსახურში.

ახალი ამბები