08:37, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბასილაშვილის ოჯახი პოლიციელს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

02.10.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

დავით ბასილაშვილი პოლიციამ ადმინისტრაციული დარღვევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 20 აგვიტოს დააკავა. სასამართლომ კი აღკვეთ ღონისძიებად ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დავით ბასილაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავების შემდეგ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, სამსონ ვანიშვილმა ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბასილაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ბასილაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ გრაფაში ექიმი მიუთითებს, რომ პაციენტი უჩივის თავისა და ნეკნების ტკივილს, აღნიშნავს, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.   

პოლიციელის წინაღმდეგ  ოჯახმა შსს გენერალურ ინსპექციას მიმართა, საჩივარს  სამედიცინო დასკვნა დაურთო. ბასილაშვილის ოჯახის წევრების განცახდებით, ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა და მუქარა დავით ბასილაშვილზე. მათი თქმით, სამსონ ვანიშვილი ბასილაშვილს ემუქრებოდა, რომ მას უკან შეაბრუნებდა ციხეში. 

გვანცა ბასილაშვილი, დავით ბასილაშვილის და: „ჩემი ძმა ათდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდიდა ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, იქ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალიან სცემეს. ღამის 3:30 წუთზე გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით უგონო მდგომარეობაში.  მას სცემა პოლიციელმა სამსონ ვანიშვილმა, შემდეგ გააფრთხილა, თუ ამ ფაქტის შესახებ რამეს იტყვი, დავაჭერინებ შენს თავსო. ასეც მოხდა, ჩემმა ძმამ მას უჩივლა და დათოც მალევე დააკავეს“.

ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით ბასილაშვილი პოლიციამ მეორედ 26 სეტემბერს დააკავა, ბრალდებულის სტატუსით. საქმე ეხება პოლიციააში 6 სექტემბერს ღამის საათებში შესულ შეტყობინებას, გორში სუხიშვილის ნომერ 18-ში  სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებისა და აპარტიდან თანხის გატანის მცდელობის შესახებ. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აღძრა. აღნიშნულ საქმეზე 20 დღის შემდეგ ქალაქის ცენტრში პოლიციამ   დავით ბასილაშვილი  დააკავა და ბრალად ქურდობის მცდელობა წაუყენა. 

ბასილაშვილის ადვოკატი ტანია რაზმაძე  humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ  ბრალდების მხარეს მტკიცებულებები  არა აქვს და გამოძიება ვარაუდებს ეყრდნობა. იგი საქმის მთავრ მოწმეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პოლიციის თანამშრომელი სამსონ ვანიშვილია და ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

ტანია რაზმაძე, ადვოკატი: „რამდენიმე თვის წინ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდ დააკავა პოლიციამ, უცემიათ აღნიშნულის თაობაზე დაწყებულა გამოძიება, გასაჩივრებული აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და მის ოჯახს. ეს გახდა ალაბათ ანგარიშსწორების საფუძველი“.

30 სექტემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა 6 სექტემბერს სუხიშვილის ქუჩაზე მოხდარი სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომა გამართა. პროკურორმა მიხეილ ერიაშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა დავით ბასილაშვილითვის აღმკვეთი ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურორმა სხდომაზე განმარტა, რომ პატიმრობის შეფარდების გარეშე ეჭვმიტანილი შესაძლოა, მიიმალოს. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბასილაშვილი წარსულში ნასამართლევია. 

დაცვის მხარემ მოსამართლის წინაშე 3 000 გირაოს შუამდგომლობა დააყენა პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. ადვოკატმა ტანია რაზმაძემ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ  ვარაუდებით შემოფარგლა. რაც შეეხება ეჭვმიტანილის წარსულში ნასამართლეობას, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნასამართლეობა უკვე მოხსნილი აქვს შეწყალების შედეგად. სასამართლო პროცესზე სიტყვა ითხოვა ეჭვმიტანილმა დავით ბასილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია: „ან კამერას არ უნდა დავეფიქსირებინე, ან ანაბეჭდი არ უნდა იყოს?! პოლიციამ თურმე გაქცევის დროს ამომიცნო და ვერ დამაკავა. ამ დროში სად ხდება, პოლიციას ვინმე გაექცეს?! სამი თვის განმავლობაში  საერთოდ არ ვყოფილვარ მაგ ქუჩაზე“.

მოსამართლე ნინო გერგაულმა ორივე მხარეს მიმართა, რომ მტკიცებულები წარმოდგინონ, დავით ბასილაშვილს კი გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა დაკისრა. 

humanrights.ge შსს პრესცენტრს დაუკავშირდა და დაინტერესდა, პოლიციის თანამშრომელ სამსონ ვანიშვილის წინაღმდეგ შესულ საქმეზე დაიწყო თუ არა გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა. შსს-ს პრეცენტრის წარმომადგენელმა, თეა მიხანაშვილი humanrights.ge-ს განუცხადა:   „გენერალურ ინსპექციაში შემოსულია საჩივარი, რომელზეც დაწყებულია მოკვლევა. დასკვნის დადების შემდეგ შესაბამისი იქნება სამინისტროს მხრიდან რეგირება - თუ დასაჯელი იქნება დაისჯება თუ დასაცავი, დავიცავთ“. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC