03:45, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გარდაცვლილის ახლობლები ეჭვმიტანილის დასჯას ითხოვენ

06.10.2014

 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, პოლიციელის გასროლის შედეგად დაღუპული მირზა ბუჩუაძის ახლობლები გამოძიების ობიქტურად ჩატარებას და ეჭვმიტანილის უმკაცრესად გასამართლებას ითხოვენ. შემთხვევა 3 ოქტომბერს, ქალაქის ერთერთ გარეუბანში, დევნის ოპერაციის დროს მოხდა. 21 წლის მირზა ბუჩუაძეს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. იგი ქალატვინის მძიმე, ღია ტრავმის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. 

"არავითარი შეღავათი. არავითარი გამოძიება. ვითხოვთ, დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს. უდანაშაულო ბიჭს პოლიციელმა ესროლა, რისი მოწმეც ხალხია და ამას ადასტურებს. იგი უნდა დაისაჯოს. მერე რა, რომ პოლიციელია. სწორედ პოლიციელს მართებს სიფრთხილე და მოქალაქის ინტერესის დაცვა. რისთვის ესროლა საწყალ  ბიჭს? რა ქურდობაზე და ცუდ საქციელზეა ლაპარაკი, როცა საცოდავი სამუშაოდ და ოჯახის დასახმარებლად თურქეთში დადიოდა. მაგისგან ნაწყენი ერთი ადამიანიც კი არ გვახსენდება. ერთი პატიოსანი, უწყინარი ბიჭი იყო. თანაც თურქეთიდან ორი დღის წინ ჩამოვიდა," - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

მათ, ისევე როგორც, ბუჩუაძის ოჯახის წევრებს, შს სამინისტროს ვერსიის, თითქოს გარდაცვლილი მაღაზიის გაძარცვაში იყო ეჭვმიტანილი და პოლიციას გაექცა, არ სჯერათ. როგორც ირკვევა, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული დევნის ფაქტს შემთხვევის ადგილზე არსებული სასურსათო მაღაზიის გაქურდვა უძღოდა წინ. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მთელი დღის მანძილზე პატრულირებდნენ.

თვითმხილველების განმარტებით, მირზა ბუჩუაძეს მაღაზიის ძარცვასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. იგი შემთხვევის დროს მეგობრის მანქანით გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებს მხოლოდ იმიტომ არ დაემორჩილა, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

მომხდარს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (უფლებამოსილების გადამეტება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 108-ე მუხლითაა (განზრახ მკვლელობა) აღძრული. ბრალდებულის სახით კი, საქმეში მონაწილე პოლიციელს ბრალი უკვე წაუყენეს. მისი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ქუთაისის საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ჩადენილი დანაშაულის  დადგენის შემთხვევაში მას  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმის ფაქტორივი გარემოებების დასადგენად შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი საგამძიებო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს. 21 წლის ახალგაზრდის  სიკვდილის მიზეზის განსასაზღვრად საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზაა ჩართული.

"არ უნდა ამას ბევრი ძიება. ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელი პოლიციელია და იგი უნდა დაისაჯოს. რატომ ესროლა, ვინ უთხრა, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილი იყო ქურდი? თუ შემთხვევის ფაქტზე წაასწრეს და გაეკიდნენ? არა, რა თქმა უნდა. ერთში  კი ვარ დარწმუნებული - არ მოვისვენებ, სანამ არ გავიგებ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯა. ჩემი თვალით უნდა ვნახო და დავრწმუნდე, რომ ის პოლიციელი უდანაშაულო ბავშვის მკვლელობისთვის ისჯება," - ამბობს გარდაცვლილის მამა ზაზა ბუჩუაძე.

humanrights.ge საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს გიორგი ჭიქაბერიძეს დაუკავშირდა. შეკითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაისროლოს პოლიციელმა, მან გვიპასუხა: " ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ამას დაწვრილებით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს.  აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს  მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი."

გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, გამოძიებამ, პირველ რიგში უნდა დაადგინოს ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა პოლიციელი აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევის წინაშე. რაც შეეხება მომხდარის შეფასებას, ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე თავს შეიკავებს.
მომხდარს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს: "საგამოძიებო ორგანოებმა ფაქტის სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა უზრუნველყონ. სახალხო დამცველის აპარატი აუცილებლად ჩაერთვება გამოძების მონიტორინგის პროცესში. გარდა ამისა, ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდის ინფორმაციას მომხდარის შესახებ. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რომელზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა და რომელიც  მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას უზრუნველყოფს," - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი  მიხეილ მინდაძე.    
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC