23:33, Monday, 06.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ მიმართავს

09.10.2014

 
ნინო ახობაძე

7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლებას მიმართა უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. აღნიშნული კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლას, ყოფნას, ტრანზიტით გავლასა და საქართველოდან გასვლას. 

აღნიშნულ კანონში ძირითად პრინციპებად მოაზრებულია : ოჯახის ერთიანობის პრინციპი, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, არგაძევების პრინციპი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი. თუმცა, ერთია კანონით დაწესებული ნორმები და მეორეა მათი შესრულების მდგომარეობა საქართველოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე, ამბობს, რომ ამ თვეების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა ათეულობით უცხოელმა, რომელთაც უარი ეთქვათ საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაზე. ბინადრობის უფლებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს დასკვნის არსებობა, რომელიც მიზანშეუწონლად მიიჩნევს კონკრეტული ადამიანის საქართველოში ცხოვრებას. ასეთ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის „დასკვნა“ სულ რამდენიმე წინადადებისაგან შედგება და მთავრდება ვერდიქტით: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“.

ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არც კი ინტერესდება რა უდევს საფუძვლად ამ უარს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეყრდნობა აღნიშნულ პასუხს და  გასცემს უარს ბინადრობის უფლების მინიჭებაზე. შემდეგ როცა ეს საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, არც სასამართლო ინტერესდება არგუმენტებით. სასამართლო ეყრდნობა კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საქმიანობა არის საიდუმლო და მის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისთვის. აქ გხვდება კანონმდებლობებს შორის აშკარა კოლიზია, ადმინისტრაციული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, პირისათვის ცნობილი უნდა იყოს რა დაედო ამ აქტის განხილვას საფუძვლად. არ შეიძლება ადმინისტრაციულ აქტს საფუძვლად დაედოს ისეთი საფუძველი, რომელიც არ იყო შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.“

არც ერთ საქმეში მხარისათვის არაფერია ცნობილი იმ „არგუმენტების“ შესახებ, რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. თუმცა, ამ ფაქტს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არავითარ ყურადღებას არ აქცევს და უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე უარს ეუბნება. არგუმენტებით არც სასამართლო ინტერესდება.

ძველ კანონმდებლობაში ბინადრობაზე უარს თუ 23–ე მუხლის საფუძველზე ეუბნებოდნენ მოქალაქეებს, ახალი კანონმდებლობით 23–ე მუხლი შეიცვალა 18–ე მუხლად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის ასევე მომართა რამდენიმე უცხოელმა მოქალაქემ, რომლებიც დაქორწინებული არიან საქართველოს მოქალაქეებზე. მათ ჰყავთ შვილები, რომლებიც ქართულ სკოლაში დადიან და სურვილი აქვთ, ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, როცა იუსტიციის სამინისტრო მათ ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნება, ოჯახი დგება არჩევანის წინაშე - ან ოჯახი ინგრევა, ან მიემგზავრება სხვა ქვეყანაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი რეალობა გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო, კერძოდ ,  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ ითვალისწინებს არსებით გარემოებებს, როდესაც განიხილავს უცხოელ მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მაგალითად, არ ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან დადებულ კონტრაქტებს, როდესაც უცხოელ სტუდენტებს უზღუდავს საქართველოში ბინადრობას. 

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:„პრობლემები უფრო მეტად რთული და კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ხელისუფლებამ დროულად უნდა აღმოფხვრას ისინი. კერძოდ, ერთი მხრივ ჩანს, რომ არის ტექნიკური პრობლემები - არ არის საელჩოები და საკონსულოები სხვადასხვა ქვეყანაში, რის გამოც ვიზები დროულად ვერ გაიცემა, მეორე მხრივ კი, აშკარაა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, განსაკუთრებით კი - აზიისა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ. 

ამ პრობლემის თაობაზე, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე პირადად ვესაუბრე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ე. წ. დასკვნის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო საქართველოში დროებით ცხოვრებაზე უარს ეუბნება უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც დაქორწინებული არიან საქართველოს მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, სააგენტოს ასეთი მიდგომის შედეგად, შერეული ოჯახები დანგრევის საფრთხის ქვეშ დგება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრის ასეთი დამოკიდებულება სულ ცოტა, არის უპასუხისმგებლობა და შესაძლოა, უფრო მეტიც - სამსახურებრივი გულგროლობა, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება დაუსაბუთებელ უარს ეუბნება უცხოეთის მოქალაქეებს და უკრძალავს იცხოვრონ საქართველოში, სადაც მათ ჰყავს მეუღლე და შვილები. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სწორედ ამ ბავშვების ინტერესები, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო მოახდენს უცხოელთა დეპორტაციას, ეს ბავშვები, ფაქტობრივად, დარჩებიან უმამოდ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მიმართვის სრული ტექსტი იხ:

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC