კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

13 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი, რომელიც მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან შიმშილობს, სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს. რუსლან პერტაიამ, რომელსაც მართლმსაჯულება ერთი ტომარა თხილის მოპარვას ედავება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, მოგვიანებით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - პირი და თვალები ამოიკერა. 

„პატიმარი საქმის გადახედვას ითხოვს  და ამბობს, რომ უდანაშაულოა. პერტაია, რომელსაც ბრალი ქურდობის მუხლით აქვს წაყენებული, ითხოვს, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს სასამართლო პროცესი. მან 3 ოქტომბერს შიმშილობა სასამართლო პროცესის გამო შეწყვიტა, რომელიც 7 ოქტომბერს იყო დანიშნული და  გადაიდო. პატიმარმა 8 ოქტომბერს შიმშილობა კვლავ განაახლა. ასევე, ამოიკერა პირი და თვალები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,“ - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ქსენია მესხიძე.

ოჯახის წევრები პერტაიას დაკავებაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებენ და სამართალდამცველებს საქმის ობიექტურ მოკვლევას თხოვენ. 

„მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესია. შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ასე მოხდა, მიცვალებულს არ დავასაფლავებთ. წავიღებთ და ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოს წინ დავასვენებთ. თავს არც ჩვენ, ოჯახის წევრები ვიცოცხლებთ,“ - აცხადებს პატიმარ რუსლან პერტაიას ქალიშვილი ნათია პერტაია. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა პატიმარმა უახლოეს პერიოდში შიმშილობა შეწყვიტოს.

ახალი ამბები