კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აისახა

22 ოქტომბერი, 2014
 
რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში -აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები , რომელშიც ასახულია აღმოსავლეთ ევროპის ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევები. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც.

ანგარიშზე მუშაობისას ადამიანის უფლებათა ცენტრი აწვდიდა FIDH-ს ინფორმაციას როგორც კონფლიქტის-პირა რეგიონებში ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ადამიანის უფლებათა ცენტრი FIDH-ის წევრი ორგანიზაციაა. 

ანგარიშში კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ სიტუაციაში ხაზგასმულია რუსეთის მონაწილეობის შესახებ და ნათქვამია, რომ „რუსეთის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს მეზობელ ქვეყნებში, ეხმარებოდა მათ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რათა ამ ჯგუფებს მოეპოვებინათ საკმარისი გავლენა და ძალაუფლება აღნიშნულ ტერიტორიებზე“.  

FIDH - ის ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეობის, თავისუფალი გადაადგილების, უსაფრთხოების, ადეკვატური საცხოვრებლის, ჯანმრთელობის, განათლების უფლებები - ეს იმ უფლებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ყველაზე ხშირად ირღვევა.
 
„მაგალითად, აფხაზეთში მოსახლეობის უმეტესობას რუსული და აფხაზური პასპორტები აქვთ. მაგრამ, გალის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას აფხაზური პასპორტები არ გააჩნია და შესაბამისად, „აფხაზური კანონმდებლობით“, „აფხაზეთის  მოქალაქეებად“ არ ითვლებიან“, - აღნიშნულია ანგარიშში, - „სწორედ ეს პრობლემა ქმნის ბარიერს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების განხორციელებაში. მოქალაქეებს განსაკუთრებული პრობლემა მაშინ ექმნებათ, როცა ცდილობენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. ამ „საზღვრებს“ რუსი სამხედროები აკონტროლებენ და ისინი საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არა აქვთ აფხაზური და რუსული პასპორტები და რომლებიც გამყოფი ხაზის გადალახვას ცდილობენ. მოქალაქეებს ე.წ. საზღვრებზე ხშირად საათობით უწევთ ლოდინი“. 

ანგარიშში კონფლიქტურ რეგიონებში გაუჩინარებული მოქალაქეების შესახებაცაა საუბარი: „1990 და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ბევრი მოქალაქეა დაკარგული. ეს საკითხი კონფლიქტის ყველა მხარეს ეხება და ეს პრობლემა არაერთხელ განხილულა ჟენევისა და სხვა მაღალი დონის მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა, 2000-ამდე სამოქალაქო და სამხედრო პირი კვლავაც დაკარგულად ითვლება“. 

„თვითაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლს ხელი არ მიუწვდება სამართლიანობის აღდგენაზე“, - ვკითხულობთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში. 

FIDH მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტების მოგვარება სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვით დაიწყოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები