კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს დეპუტატები ანაზღაურების საკითხზე ვერ თანხმდებიან

30 ოქტომბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოში დეპუტატები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ იმ ხარჯებზე, რომელიც მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მინდია გოდერძიშვილი, კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატების თავისუფლების ხარისხს ნულის ტოლად აფასებს.     ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია   ეხება საკრებულოს უმრავლესობის მიერ   ორჯერ ჩააგდებულ დადგენილებას, რომლითაც დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი უნდა განსაზღრულიყო. 
   
მინდია გოდერძიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: „თუ ამ თანხის  გაცემა მოხდება, ის აუცილებლად უნდა გაიცეს ყველა დეპუტატზე.  უმჯობესი იქნება, იყოს რაღაც დოკუმენტაცია  ამის გასამყარებლად, ეს ჩვენთვისაც მისაღებია. არ არის აუცილებელი იყოს 500, 700 ან 1000 ლარი, იყოს მუშაობიდან გამომდინარე.“

დეპუტატების ანაზღაურების საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასვლამდე, ბიუროს სხდომაზე დადგენილების ორი ვარიანტი განიხილეს.  ერთის მიხედვით, თვიურად  500 ლარის ოდენობით  ხარჯების ანაზღაურება ეკუთნოდა  ყველა დეპუტატს, მეორეს მიხედვით კი _ მხოლოდ მათ, ვისაც საკრებულოში  ანაზღაურებადი თანმდებობა არ ეკავა. ამ დროისათვის, ქალაქის 15-კაციან საკრებულოში თანამდებობის გარეშე მხოლოდ ხუთი დეპუტატია დარჩენილი.  მეორე საკითხი  ასევე ითვალისწინებდა, რომ ამომრჩეველს დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად შედგა შეხვედრა.  ეს მოთხოვნა დეპუტატების ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო.

ილია მეტრეველი, ფრაქცია ,,ქართული პარტიის“ თავმჯდომარე: „ამომრჩეველს ვხვდებით და ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობაშია, მაგრამ ამავე დროს კალმითა და ფურცლით რომ ვეუბნებით, თქვენი სახელი და გვარი დაგვიფიქსირეთო, რატომღაც უხერხულობას იწვევს.“

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, ორჯერ ჩავრდნილ საკითხზე პასუხიმგებლობას დეპუტატებს აკისრებს: „დეპუტატებს თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება. თავიდან 500 ლარზე იყო ლაპარაკი. ყველა ხარჯი გამართლებული უნდა იყოს.“

აღნიშნული საკითხი  ხმაურის ფონზე უკვე განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საბოლოოდ კი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ  დეპუტატებს, რომლებიც თანამდებობებზე არ არიან, 500 ლარი ყოველთვიურად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ  აუნაზღაურდებათ.  დეპუტატების ანაზღაურების საკითხს ხმაური მოჰყვა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შესასრულებლად გამოყოფილი 500 ლარის გაუქმება გააპროტესტეს.  

ხმაურიანი სხდომების და პროტესტის მიუხედავად,  გორის ქალაქის საკრებულოს მსგავსად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსაც უახლოეს სხდომაზე კვლავ მოუწევთ მათი უფლებამოსილების განსახორცილებლად გამოყოფილი ანაზღაურების საკითხის განხილვა. 

ახალი ამბები