კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყველაფერი იჭრება! აღარ არის ტყე ისეთი, როგორიც უნდა იყოს!“

11 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მთებიდან დიდი რაოდენობის ხე-ტყე უცხოეთში გადის. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან ადგილობრივი მცხოვრეებლები ჩივიან. მოსახლეობა ამ პროცესს ჯერ კიდევ 2010-2012 წელს აპროტესტებდა. მათთვის უცნობი იყო ტყე რომელ კომპანიას გაჰქონდა.   

ხე-ტყის  ჭრის თაობაზე მაშინდელი ხელისუფლება, ისევე როგორც დღევანდელი, თვალს ხუჭავდა და ამბობდა, რომ ეს, ტყუილი იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2012 წელს, მაშინდელი სატყეო დეპარტამენტის ყვარლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსის გოჩა მინდიაშვილის თქმით, ახალსოფლის ტყე გრძელვადიანი იჯარით იტალიელებმა 2010 წელს აიღეს. ხე-ტყის ჭრაზე მათ ლიცენზია აქვთ აღებული და ვერაფერს დავუშლითო.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაწყვიტა ახალსოფლის ტყის სანახავად წასვლა. იმ მთის ძირში, სადაც გავაზ-წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ასასვლელი გზა იწყება, მწყემსები დაგვხვდნენ და გვითხრეს, იქ, სადაც ტყე იჭრება, სამხიდიანი მანქანით თუ ახვალთ, რადგან ხის მჭრელები ძალიან მაღლა მუშაობენო.          

დაღესტნის საზღვართან, ახალსოფლის მთებში, არის „ღოლოიანის მთა“. იგი ზღვის დონიდან ბაკურიანის სიმაღლეზეა, სადაც მოსახლეობა დასავენებლად დადიოდა. 

„აქეთაც იჭრება, მაგრამ იქით, „ღოლოიანში“ ძალიან მაღლა სულ უმოწყალოდ ჩანაგდება, ვინ სად ჭრის და რა რაოდენობით რას გაიგებ. მე სულ ვიცი აქ, სად რა და როგორ არის.განა არ ვიცი, მაგრამ როგორ გაიყიდა და ვინ იყიდა მარტო ეგ არ ვიცი. გუშინდელი ბავშვი ხომ აღარა ვარ, 60 წლის კაცი ვარ და ვიცი. ყველაფერი იჭრება! ყველაფერი იჭრება წიფელი, რცხილა, ცაცხვი, მუხაც... ახლა კი არა, წლების მანძილზე იჭრებოდა და აღარ არის ტყე ისეთი, როგორიც უნდა იყოს!“ - განაცხადა ადგილობრივმა ვაჟა თომაშვილმა.

მწყემსების განმარტებით სოფელი პლანებად არის დაყოფილი და ყველა ქუჩას რუ ჩამოუდის ორივე მხარეს, რომელსაც სოფელი სარწყავად იყენებს, მაგრამ პირველად ამ ზაფხულს აღარ მოდიოდა. რუების შეწყვეტას ტყის გაჩეხვას უკავშირებენ, რადგან შოროხევი სათავეს „ღოლოიანიდან“ იღებს. „თუ არ შეჩერდა ტყის მასობრივად ჭრა,  მალე სასმელი წყალი სულ აღარ გვექნება“, - აცხადებენ მწყემსები. მათივე თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა, მაგრამ არავინ  უსმენთ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი -ყვარლის სატყეოს უფროსს ლევან გელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ახალსოფლის მთაში უნებართვოდ ერთი ხე არ იჭრება:

„ახალსოფელში მოსახლეობა კაი ხანია იძახის ტყე იკაფებაო. მაგრამ რეალურად, ტყეკაფები გვაქვს,  მოსახლეობა ითვისებს ამ ტყეკაფებს. ზედამხედველობის დაცვის სამსახური ახორციელებს ჩვენთან ერთად შემოწმებას  არაფერი უნებართვოდ არ იკაფება. გარდა ამისა, არიან ტყით მოსარგებლე ლიცენზირებულიჯგუფები. მეწარმეები არიან. ჩვეულებრივი ფართობებია სადაც ოფიციალურად აქვთ მოჭრის უფლება. მოსახლეობა, რატომღაც ამბობს რომ ისენი ტყეს კაფავენ“, – განაცხადა ლევან გელაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე დაუკავშირდა წინა ხელისუფლების დროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა ლომიძეს, რომელიც ახალსოფლის მკვიდრია.როგორც მან აღნიშნა მოსახლეობა ტყუილს არ იტყვის თუ ამბობს, რომ ტყე იჩეხება, ალბათ იჩეხება.  

მოსახლეობის თქმით, ტყის გაჩეხვა სერიოზულ საშიშროებას უქმნის სოფელს. რაც აისახება სასიცოცხლო, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე. სოფელი მევენახეობა-მეღვინეობის და მემინდვრეობის გარდა, მეფუტკრეობას მისდევს. სკები ძირითადად მთების ძირში უდგათ. მეფუტკრეები როგორც ამბობენ მათი ფუტკარი ძირითადად ცაცხვის ყვავილით იკვებება, მაგრამ რაც ტყეში ცაცხვის ხეების მოჭრა დაიწყეს მათ უკვე პრობლემები შეექმნათ. მოსახლეობა ზოგჯერ  ტყის პროდუქტის გაყიდვით ირჩენს თავს. წინა წლებში უამრავ წაბლს კრეფდნენ და აბარებდნენ. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზარში შარშან 1კგ. წაბლის ფასი  ჯერ კიდევ 2  ან 2,50 ლარი იყო. წელს, მისი ღირებულება 5-დან 7 ლარამდე გაიზარდა. აქ წაბლი ძირითადად ყვარლის რაიონიდან შემოდის. ახალსოფელში მაცხოვრებლების თქმით, უკანონოდ მოჭრის შედეგად წაბლის რაოდენობა ტყეში ძალიან შემცირებულია. ფაქტობრივად გადაშენების პირასაა. 

სოფელი ორი მდინარის, ავანისა და შოროხის ხეობაშია მოქცეული. ორივე მდინარე სათავეს მთებიდან იღებს. ეს მთები ილიას ყვარლის მთების გაგრძელებაა. მდინარე შოროხი სათავეს „ღოლოიანის“ მთებიდან იღებს იქიდან მოედინება სოფელში რუებად და ასევე სასმელადაც ამ წყალს იყენებენ.

„ღოლოიანის“ მთის უკანა მხარე უკვე დაღესტანს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, აქედან გაიყვანენ ავარეთ–კახეთის გზას. როგორც მწყემსებმა თქვეს, ტყეს კი არა, ალბათ, საძოვრებსაც დაკარგავენ.

ახალი ამბები