კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობის შესახებ

18 ნოემბერი, 2014
 ნინო ახობაძე

12 ნოემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა  და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში.“

მთავარი მომხდენებლები იყვნენ: იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი  ნიკოლოზ ხარებავა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  დანიელ მგელიაშვილი და წამების მსხვერპლთა ფსოქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)-ს დირექტორი  ლელა ცისკარიშვილი.  დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

„თუ პატიმართა ახლანდელ მდგომარეობას შევადარებთ გასულ წლებს, აშკარად შეიმჩნევა წინსვლა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას, გადაწყვეტას და საზოგადოების მეტ ჩართულობას,“ - განაცხადა დანიელ მგელიაშვილმა ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას.

როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ხარებავამ აღნიშნა, ყოფილ პატიმართა პირველი სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამა  2012 წლის დეკემბერში დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა სამი მიმართულებით მუშაობს. ესენია: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, პროფესიული გადამზადება და დასაქმება.

მომხსენებელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალი ამბები