კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს და თავის მოკვლით იმუქრება

25 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანელი ვაჟა  უტიაშვილი გლდანის ციხეში  შიმშილობს,   წყალსაც  კი აღარ სვამს. თუ ის უდანაშაულოდ არ სცნეს, თავის მოკვლით იმუქრება. მისი დაკავება 15 ნოემბერს, გურჯაანი–კაჭრეთის გზატკეცილზე  მოხდა, ის ტაქსით სამ მგზავრთან ერთად თბილისში მიდიოდა. შსს  გურჯაანის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ტაქსი გააჩერეს და ვაჟა უტიაშვილს ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. პოლიციის თანამშრომლების გადმოცემით , ვაჟა უტიაშვილის გზატკეცილზე გაჩერების მიზეზი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა თან ნარკოტიკული საშუალება ჰქონოდა. 

ბრალდებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი იცავს. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას უკვე მიმართა  საჩივრით. მისი თქმით, პატიმარი აცხადებს, რომ მას კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარდა ჩხრეკა: "ვაჟა უტიაშვილის განმარტებით, მას პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა თაბახის ფურცელში გახვეული   ნარკოტიკული საშუალებები უჩვენეს, რომელიც თითქოსდა მას აღმოაჩნდა. ვაჟა უტიაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს და პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და ,,მარიხუანას" ჩადებაში ადანაშაულებს. ამ საკითხს უკვე იკვლევს  გურჯაანის რაიონული პროკურატურა,"–განაცხადა  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა უტიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით  და 260 მუხლის 1–ლი ნაწილით წარდეგინა.  სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილი  ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ  წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის  ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,– რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით– ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.   ხოლო 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილი კი, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღებაა ,– რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

ვაჟა უტიაშვილის ახლობლები განმარტავენ, რომ პოლიციელების მხრიდან მისი ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება ხშირად ხდებოდა. ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში ამგვარ შემოწმებას თან ახლდა ფიზიკური ძალადობაც, რაზედაც როგორც ვაჟა უტიაშვილის ახლობლები განმარტავენ, ოჯახი და თავად ვაჟა უტიაშვილიც გაჩუმდა, რადგან პოლიციასთან დაძაბულობა არ სურდათ. ბრალდებულმა  დაკავების  დღიდან შიმშილობა გამოაცხადა.

"ჩემ ვაჟას ექვსი გრამი პლანი აქვს ჩადებული. კარგი დავუშვათ მოწეული ქონდა, რამდენჯერმე წაყვანილი ყავდათ, შეამოწმეს და სუფთა მოვიდა. დაუშვათ აღმოაჩნდა, რომ მოწეული აქვს, გაეწერათ ჯარიმა!"–აღნიშნა ეკატერინე იაშვილმა, უტიაშვილის და. მისივე თქმით, უტიაშვილთან პოლიცია გამუდმებით მოდიოდა და ნარკოტესტირებაზე მიჰყავდათ: „ჩემ ძმას პოლიცია მართლა გადაკიდებული ყავდა. დღე და ღამე აკონტროლებდნენ, რომ რაიმე საბაბი მისცემოდათ მის დასაკავებლად. რამდენჯერმე სახლის წინ აიყვანეს და ნარკოტიკზე შეამოწმეს.  ჩემი ძმა საერთოდ არ იღებს ნარკოტიკს და არც არასდროს მიუღია, მას ჯანმრთელობა აქვს შერყეული. არის მეორე ჯგუფის ინვალიდი“.

იაშვილის თქმით, უტიაშვილი ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება: „იზოლატორში რომ იყო ასე გადმომძახა, დაო ყველანაირი ძალადობა იყო ჩემზეო და მას შემდეგ შიმშილობს. თავში ისე იყო ნაცემი მეტყველებას ურევდა, ენა ძალიან ებმებოდა. ცუდად არის, ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა. დაკავებისთანავე შიმშილობს, მხოლოდ წყალს სვამდა, ბავშვმა მთელი სერიოზულობით მითხრა თავი უნდა მოვიკლაო, მე უსამართლობას ვეღარ შევეწირებიო“. 

ახალი ამბები