კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდთოვლობა თუშეთის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის

28 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შეზღუდული მოძრაობა, უშუქობა, მედპერსონალის ნაკლებობა, მგლების შემოსევა - ეს ის თემებია, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ.  

ომალოში თოვლის საფარმა 25 სანტიმეტრს გადააჭარბა. ადგილობრივების თქმით, თორღვას აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტია. ფშაველი- თუშეთის გზაზე კი, მოძრაობა შეუძლებელია. თოვლის დიდი საფარის გამო, ომალოში, შენაქოში, დართლოსა და დიკლოში ადგილობრივების გარდა, სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დარჩა. მათი თქმით, სოფელში ადგილობრივებს მომარაგებული აქვთ საკვები, მედიკამენტები და შეშა. 

სოფელს მხოლოდ ერთი ექთანი ჰყავს და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმიც ჩადის, რომელიც ცხენით გადაადგილდება. გადაუდებელი შემთხვევების დროს კი, სოფელ ლეჩურიდან, თვეში ერთხელ,  თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენი დაფრინავს. 

2010-2011 წლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა პროექტი, რომელიც თუშეთში ელექტროენერგიის პრობლემას მოაგვარებდა. პროექტის ფარგლებში, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას მზის სისტემის ბატარეები დაუმონტაჟეს. თუმცა თუშეთის ზოგიერთი ოჯახი კვლავ უშუქოდაა, რადგან მზის ბატარეები მწყობრიდან გამოვიდა: „ვისაც პატარა ზომის ბატარეები გვქონდა სინათლე აღარ გვაქვს. არ ვიცი, გაფუჭდა თუ ვადა გაუვიდა. ომალოში 7 ოჯახი ვართ უშუქოდ," – განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს ადგილობრივმა ექთანმა, რუსუდან შეთიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის თქმით, გამგეობა დიდ ყურადღებას აქცევს თუშეთის მოსახლეობას. გამგებლის განცხადებით, მისთვის უცნობია უშუქოდ დარჩენილი ოჯახების შესახებ. 

დიდთოვლობისას თუშეთის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა მგლების შემოსევაა, რაც  მოსახლეობას ზარალს აყენებს, თუმცა ადგილობრივებს სასაზღვრო პოლიციის იმედი აქვთ. 

ადგილობრივების თქმით,ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაცილებით ბევრი პრობლემა იჩენს თავს. ისინი გამგეობისგან მეტ ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. 

ახალი ამბები