კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიასა და მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

28 ნოემბერი, 2014
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსის წესით  შესარჩევ თანამდებობებზე აპლიკაციების შემოტანის ვადა 6 ნოემბერს ამოიწურა. მერიაში წარმოდგენილ 102 ვაკანტურ ადგილზე 607 აპლიკანტმა 1570 განაცხადი წარადგინა.  მეორე ეტაპზე გადასული 337 კონკურსანტიდან  15 ნოემბერს ჩატარებულ ტესტირებაზე 317 კონკურსანტი გამოცხადდა, საიდანაც პირველადი მონაცემებით, 51% ბარიერი 256 კონკურსანტმა გადალახა. 

ნინო წეწვაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: „საგამოცდო ცენტრმა უნდა მოგვაწოდოს საბოლოო შედეგები, ისინიც ელოდებიან, თავის მხრივ, გასაჩივრების ვადების ამოწურვას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რამდენმა ადამიანმა გაასაჩივრა, როგორ გადაწყდება მათი ეს პრეტენზია. ცენტრი ოფიციალურად გადმოგვცემს და ჩვენც გავასაჯაროვებთ ამ მონაცემებს.“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგები გორიდან სამმა აპლიკანტმა გაასაჩივრა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს, აქ  მერიასთან შედარებით კონკურენცია გაზრდილი იყო.   აქ ერთ ვაკანსიაზე დაახლოებით 10   განაცხადი იყო  შეტანილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშო 15 ვაკანსიაზე  209 განაცხადია შევსებული. 

მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც 924 განაცხადია შევსებული,  ვაკანსია კი 161 პოზიციაზეა გამოცხადებული. ტესტირების პროცესი 610 აპლიკანტმა გადალხა, აქაც გასუბრებით მოხდება 176 თანამსრომელის შერჩევა. 

გორის მერიასა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კონკურსებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში უნდობლობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ საგამოცდო ტესტების ნაწილი ,,ქართული ოცნების“ მხარადმჭერებისთვის  წინასწარ არის ცნობილი. აღნიშნულ ბრალდებებას სისულელე უწოდა ქალაქის მერმა და  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჯირკველიშვილმა.

14 ნოემბერს კონკურსანტებთან შესახვედრად გორში ჩამოსული  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელი   მაია მიმინოშვილი   ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, იმის შესახებ რომ თითქოს, ტესტების ნაწილს საგამოცდო ეროვნული ცენტრი დამკვეთისგან იღებს.

მაია მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი:  ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სრულ პასუხიმგებლობას იღებს საკუთარი მასალის სრულ კონფიდენციალურობაზე“.

საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნდობა ქალაქის საკრებულომ  გორის   მერს ზურაბ ჯირკველიშვილს, ხოლო მუნიციპალიტეტში გამგებელის პოზიციაზე დავით ონიაშვილს გამოუცხადეს.  კომისია გასაუბრებას დეკემბრის შუა რიცხვებამდე განაგრძობს იმ ადამინებთან, ვინც ტესტირების ეტაპი გადალახეს. 

ახალი ამბები