02:38, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქალებზე ძალადობა გორში გააპროტესტეს

28.11.2014

ლადო ბიჭაშვილი,  შიდა ქართლი

ქალების უფლებებზე მომუშავე ფონდ ,,ტასოს“ დამფუძნებელი მარინა თაბუკაშვილი ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად გორში ჩამოვიდა, აქციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა და თან  ქუჩაში გამვლელების რეაქციას აკვირდებოდა. აქციას ქუჩიდან არავინ შემოუერთდა,  გამვლელები უბრალოდ გზას აგრძელებდნენ. 

მარინა თაბუკაშვილი ფონდ ,,ტასოს“ დამფუძნებელი: „გორში ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს კარალეთში, როდესაც ოჯახური ძლადობის მსხვერპლი ვერ გადავარჩინეთ და მაინც მოიკლა თავი.  ის დღე იყო ჩემთვის ძალიან ტრაგიკული დღე და ის ქალი დავიტირე, როგორც ძალიან ახლობელი. ამიტომ მე დღეს კი არ წავედი ჩემი სამსახურიდან ორ ნაბიჯზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, არამედ ჩამოვედი გორში და ველოდი იმას რომ აქ დამხვდებოდა გორის საზოგადოება, აქ დამხვდნენ ჩემთვის ძალიან ახლობელი, ძვირფასი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და თვითდახმარების ჯგუფის ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, არა გორში მცხოვრები რიგითი მოქალაქეები.  ჩემთვის ნომერ პირველი პრობლემა ის არის რომ ადამიანი სიგლახეს ეგუება და ურჩევნია რომ მშვიდად იცხოვროს დამპალ გარემოში, ვიდრე ხელი გაანძრიოს ამ გარემოს გასაჯანსაღებლად. ეს ნამდვილად გვეხება ჩვენ, როდესაც ჩვენ მეზობელს ამცირებენ, ურტყავენ, კლავენ ეს არის ჩვენი პირადი საქმე“. 

ქეფხიშვილი ლარისა: „16 დღიანი კამპანია გენდერული თანასწორობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ქალებს კლავენ, ამაზე საგანგაშო რაღა უნდა იყოს და რაც უფრო მეტად ინფორმაციულია ქალი, მით ნაკლებად არის მსხვერპლი.“

ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად, საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლებთან ერთად, ქუჩაში გორელებიც გამოვიდნენ. თუმცა რიგითი მოქალაქეების რიცხვი თვალში მოსახვედრი არ იყო, აქციის ძირითად ბირთვს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, აქტიური მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წევრი წარმოადგენდნენ.

ნინო წეწვაძე გორის მერიის ადმინიტრაციის უფროსი: „მე აქ ვარ დღეს  არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორც მოქალაქე, საზოგადოების წევრი.  მოგვარდეს,  ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეს იქამდე ადამიანის განვითარება, რომ  არ შეიძლება ადამიანის  მეორე ადამიანზე ძალადობა. ამას მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი, ძალადობა ზოგადად დაუშვებელია.“

გიორგი მეტონიძე 12-ე კლასის მოსწავლეა, იგი ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო,  ორი დღის წინ მან რეგიონული ტელევიზიდან მოსახლეობას მოუწოდა, რომ 25 ნოებერს დაგეგმილ აქციას შეერთებოდნენ, პრობლემის მასშტაბებთან შედარებით,  აქციაზე მისული ადამინების რიცხვი მასაც ეცოტავა.

გიორგი მეტონიძე: „გარკვეულწილად მოგროვდა ხალხი და დადგა ჩვენ გვერდით, რა თქმა უნდა უფრო დიდ მასას ველოდებოდით. გარკვეულწილად, ხალხი სტერეოტირებში ცხოვრობს და ცოტა უჭირთ ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება. აქცია არ დამთავრებულა ეს იყო გახსნა და აქცია გრძელდება თექვსმეტი დღე.“

აქცია, რომელიც „ქალთა მოძრაობის“ ინიციტივით საქართველოს 20 ქალაქში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით შემუშავებული პეტიციაზე ხელის მოწერით დასრულდა.

პეტიციაში არასამთავრობო სექტორი პრობლემის აღმოფხვრაში მათ თანამონაწილოეობას და სახელმწიფო სტურუქტურებთან ერთობლივ მუშაობას მოითხოვენ: „ოჯახში ძალადობის დანაშაულის პრევენციის მიზნით, ჩამოყალიბდეს მულტიდისციპლინური ჯგუფები, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, უბნის ინსპექტორის და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ პრობლემურ ოჯახებთან; განვითარდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე მოძალადეთათვის; გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში სათანადოდ გადამზადდნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მოხელეები; შესაბამისად გაიწეროს დეტალური სამოქმედო გეგმა“ - წერია პეტიციაში.

აქცია ერთ საათში დასრულდა, ქალების ძალოდობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული კი, გრძელდება. ფემინისტები და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეები კვირეულის ფარგლებში უკვე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაარძელებენ დისკუსიებს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC