კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეროვნულ ტელევიზიებს სთხოვს, გააშუქოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესი

2 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით კი - საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ტელევიზიებს თხოვნით, დაინტერესდნენ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, სადაც განიხილება მოქალაქე ლელა შველიძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, 125-ე მუხლის I ნაწილით (ფიზიკური შეურაცხყოფა). 

ლელა შველიძე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია, კერძოდ - იეჰოვას მოწმე. აღნიშნულ საქმეში კი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული მოქმედებები. საქმეში ერთადერთი პირდაპირი მოწმეა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას დანაშაულის ფაქტი არ დაუნახავს და ძალიან ნასვამ მდგომარეობაში მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე ლელა შველიძის წინააღმდეგ. იგივეს ადასტურებს მისი ოჯახის წევრები. 

საქმეში ასევე არსებობს მეზობლების კოლექტიური წერილი, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავების მიერ დაზარალებულად ცნობილი პირი აგრესიულობით გამოირჩევა და შეურაცხყოფას აყენებს სხვა მეზობლებს. საქმის გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ ნაცვლად იმისა, სამართალდამცავ ორგანოებს გამოეძიებიათ ლელა შველიძის მიმართ სავარაუდო რელიგიური მოტივით განხორციელებული შევიწროების ფაქტი, საქმე პირიქით, მის წინააღმდეგ აღძრეს.

სასამართლო პროცესის მომდევნო სხდომა გაიმართება 2 დეკემბერს 16:00 საათზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული პროცესის ვიდეოგადაღება და გაშუქება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას მიმდინარე საქმის დეტალების შესახებ.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები