კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

4 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

26 ნოემბერს, ქუთაისში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ორგანიზებით,  აივ/შიდსის პროფილაქტიკასა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 2014 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში  აივ ინფიცირების 4622 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ  შორის 1227 ქალია. 

ექსპერტების თქმით, ახალი შემთხვევების მაჩვენებლის ზრდის ტემპი სტაბილურია და არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე. 

"სამუშაო ბევრია. იმისათვის, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები ნულამდე შემცირდეს, მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირებული პროფილაქტიკური პროგრამების როგორც ხარისხი, ისე მასშტაბები მეტად უნდა გაიზარდოს. აღნიშნულ საქმიანობაში კი, აუცილებელია სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს. ამ მხრივ მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ასპარეზი მოგვცეს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, სახელმწიფოს აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ენიჭება. მათი თქმით, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობისა და დაფინანსების გაზრდის შედეგად, ახალი შემთხვევების ტენდენცია კლებისკენ წავა.  
 ` 
"სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა გარდაუვალი აუცილებლობაა. ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების ადვოკატირება ქვეყანაში ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე უნდა მოხდეს," - აცხადებენ ექსპერტები.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გენდერული  პროექტის ადვოკაციის კოორდინატორი, პროფესორი ზურაბ ტატანაშვილი ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. 

"როცა ვსაუბრობთ პოლიციის მხრიდან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ  ძალადობაზე, იგულისხმება ყველა ტიპის ძალადობა. მათ შორის როგორც ფიზიკური ძალადობა, ისე - ფსიქოლოგიური და სექსუალური. ყველაზე ღია ძალადობა, რომელიც ჩვენი „ქეისებიდან“ ჩანს, ესაა დაშინება და შანტაჟი, რომელიც ფსიქოლოგიური ძალადობის ჯგუფში შედის. პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ ძალადობის მიზანია, ისინი წამოიყვანონ თანამშრომლობაზე, რათა გავიდნენ ნარკომომხმარებელთა სხვა, უფრო ფართო ჯგუფებზე," - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გენდერული პროექტის ადვოკაციის კოორდინატორი ზურაბ ტატანაშვილი.

ტატანაშვილის განცხადებით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, დაიწყო კამპანია, რომლის მიზანია დავარღვიოთ დუმილი, რაც გულისხმობს ინფორმაციის მოძიებასა და ფაქტების გახმაურებას: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს არსებული ვითარების შესახებ, იმის თაობაზე, თუ რა ტიპის პრობლემებთან და მასშტაბებთან გვაქვს საქმე საქართველოში,“- აღნიშნა ზურაბ ტატანაშვილმა.

მრგვალ მაგიდაზე შეკრებილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაისახეს. 

ახალი ამბები