კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სავარაუდო წამების ფაქტების თაობაზე

15 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. 

რამდენიმე დღის წინ მსჯავრდებულმა თამაზ რასოიანმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი წლების განმავლობაში იცავს, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 3 დეკემბერს, ღამის 00 საათზე, გლდანის სასჯელაღსრულების  #8  დაწესებულების კამერაში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული თამაზ რასოიანი, შევიდა ადმინისტრაციის დაახლოებით 20 თანამშრომელი. მათ კამერაში მყოფი მსჯავრდებულები ჩაიყვანეს კარანტინში, სადაც განუცხადეს, რომ აქედან უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. 

მსჯავრდებულებმა აღნიშნული მოთხოვნა გააპროტესტეს და მოითხოვეს, აეხსნათ საქმის ვითარება, ასევე მოითხოვეს მათთან შესულიყო ადვოკატი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. ამის შემდეგ, როგორც თამაზ რასოიანი აცხადებს, მსჯავრდებულებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, რის შედეგადაც თამაზ რასოიანმა მიიღო დაზიანება თვალების არეში. მას ასევე ჰქონდა სისხლჩაქცევები ზურგისა და ფეხის არეში. თამაზ რასოიანი ასევე აცხადებს, რომ მას გინებით აიძულეს, შიშველს გაეკეთებინა ბუქნები. 

4 დეკემბერს მსჯავრდებულები გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გარეგნული დათვალიერებისა და შარდის ანალიზის შემოწმების შედაგად შვიდივე მსჯავრდებულს არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოწმედების კვალი. მათ ასევე აუღეს სისხლის ანალიზი, მაგრამ პასუხი დღემდე არ უცნობებიათ. მსჯავრდებულები სამი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, ითხოვდნენ ადვოკატებთან და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრას, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი განუცხადეს. 

აღსანიშნავია, რომ  თამაზ რასოიანი გასულ წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. იგი აღიარებულია დაზარალებულად და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა დამატებით უარყოფითი შედეგების მომტანია მისი ჯანმრთელობისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ რეაგირება პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, სადაც საუბარია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. უზრუნველყოფილი იქნას თამაზ რასოიანისა და სხვა მსჯავრდებულების კანონიერი უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები