04:45, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სოფელ ახაშენის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

16.12.2014

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მაცხოვრებლები გურჯაანის პროკურორსა და კახეთის ს/ს,,ენერგოდისტრიბუციას" არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი ამბობენ, ავტოავარიის შემდეგ, მთავარი ძაბვის გადამცემი ხაზის  გაწყვეტისა და აფეთქებული ტრანსფორმატორის შედეგად ძალიან დაზარალდნენ და მათი გასაჭირი არავინ გულთან არ მიიტანა.

ნუნუ და გიორგი არევაძეების ოჯახი სიმართლის დადგენისა და ზარალის ანაზღაურების მიზნით სამი წელია ერთი უწყებიდან მეორეში ამაოდ დადიან. მათ მთავარი ძაბვის სადენის გაწყვეტის გამო საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და მასში არსებული ნივთები დაეწვათ. როგორც ნუნუ არევაძე ამბობს, ზარალი  დაახლოებით 15 000 ლარზე მეტს შეადგენდა, მაგრამ გადასახადი რომ ბევრი არ გამოსულიყო, უსახსრობის გამო აუდიტს ზარალის დათვლა შეაწყვეტინა და მხოლოდ მიზერული თანხის 5 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. თუმცა ისიც ვერ აიღო. მთავარი ძაბვის სადენის გაწყვეტა კი, ავტოავარიის შედეგად მოხდა. 

2011 წლის 17 მარტს, 14 საათზე , "კამაზის" მარკის ავტომანქანა უკუსვლისას ელექტროსადენების ბოძს დაეჯახა, თვითმხილველები როგორც ამბობენ ბოძი გადაიხარა, ელექტროსადენი გაიჭიმა და გაწყდა, გაწყვეტილი მავთულის წვერი მაღლა ავარდა და მოხვდა ამ სადენებთანვე ახლოს მდებარე მთავარი ძაბვის სადენს. მოხდა მოკლე ჩართვა, გაისმა საშინელი აფეთქების ხმა, მაშინვე გაითიშა ელექტროენერგია. არა მარტო ახაშენში, მთლიანად კახეთში სამი საათის განმავლობაში დენი არ იყო. მოკლე ჩართვის გამო, მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ,,ჯავახიაანთ" უბანში 18 ოჯახის კუთვნილი ელექტროაღმრიცხველები აფეთქდა, კედლებში გამავალი დენის გაყვანილობა მთლიანად დაიწვა და გადმოიყარა გარეთ. გადაიწვა ვისაც ქონდა ჩართული ელექტროტექნიკა, მაცივრები, ტელევიზორები, იქვე არსებულ მაღაზიაში და რესტორანში გადაიწვა ძვირად ღირებული მაცივრები. დაზარალდა ვულკანიზაცია. ავარიული ადგილიდან სამას მეტრში მდებარე არევაძეების საცხოვრებელ სახლში კი,  ხანძარი გაჩნდა. აფეთქდა ასევე საუბნო ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც უბანი ერთი თვის განმავლობაში დენის გარეშე იმყოფებოდა.
 
როგორც თვითმხილველები ამბობენ მძღოლი, რომელმაც ავარია მოახდინა, ვულკანიზაციაში იყო მისული, ის შემთხვევის ადგილიდან მაშინვე მიიმალა. 
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გურჯაანის გამგეობიდან, ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან",  საპატრულო პოლიციიდან, დაზარალებულებს ყველა დახმარებას დაპირდა. მაგრამ როგორც ,,ჯავახიაანთ" უბნის მოსახლეობა ამბობს, იმ დღის შემდეგ მათთან არავინ მისულა. ფული თავად ააგროვეს და საკუთარი სახსრებით აღადგინეს ტრანსფორმატორი.  

როგორც ნუნუ არევაძე ამბობს, დახმარებისთვის ყველა უწყება მოიარა და ვერაფერს  გახდა, რისთვისაც მან მაშინდელ ხელისუფლებას მიმართა: იუსტიციის მინისტრს, მურთაზ ზოდელავას; სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს; პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს; კახეთის გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს. ამ სიარულსა და საჭირო დოკუმენტების შექმნაში ათას ლარამდე ფული დაეხარჯა. რომ გაუჭირდა ეკონომიურად, გურჯაანის სოციალურ სააგენტოს მიმართა, მაგრამ მაღალი ქულები აიღო.

ნუნუ არევაძემ ახალ ხელისუფლებასაც მიმართა. როგორც ის ამბობს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს პირადად გადასცა იმ პერიოდში გადაღებული ვიდეო მომხდარის შესახებ და განცხადება. ,,კალაძე იყო ჩამოსული ახაშენში გაზი უნდა ჩაერთოთ, მე წერილი გადავეცი, დამპირდა აუცილებლად განვიხილავ და შეგატყობინებთო, მაგრამ ჩემი გასაჭირი არავინ არ მიიტანა გულთან, ნერვიულობაზე ჩემს მეუღლეს შაქრიანი დიაბეტი დაემართა. მე კი სამართლის ძიებაში შეურაცხყოფებს ვიღებდი და გული მაწუხებს"–განაცხადა ნუნუ არევაძემ. 

2013 წლის 28 იანვარს შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში ნუნუ არევაძის განცხადებით დაიწყო გამოძიება. გამოძიების მიერ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ აღნიშნული ელექტროსადენი ძალიან იყო დაბლა დაწეული და ავტომანქანის ძარამ დააზიანა. ,,ელექტროგადამცემი ხაზის სადენის მაქსიმალური ჩაღუნვის წერტილიდან მიწამდე მანძილი დასახლებულ ზონაში არ უნდა იყოს ექვს მეტრზე ნაკლები, ხოლო ავტომობილი "კამაზის"სიმაღლე,  არ აღემატება ოთხ მეტრს”- აღნიშნულია პროკურორის დადგენილებაში, სადაც ასევე სწერია,რომ კამაზის მძღოლმა იქ მყოფი ხალხისგან გაიგო ,,მონტიორის” ნომერი, შეატყობინა მომხდარის შესახებ და გზა განაგრძო. დაზარალებულების შესახებ კი  მოგვიანებით შეიტყო.

პროკურორი თინათინ ზუბაშვილის 2013 წლის 25 ოქტომბრის დადაგენილებით, მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე №023280113006 შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. 

გიორგი არევაძემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა.ს/ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" კი თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება, წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება  ს/ს,,კახეთის ერგოდისტრიბუციის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ და საქმის ქვემდებარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა იშუამდგომლა. არევაძეებს დავის გაგრძელება ახლა თბილისში მოუწევთ.

,,მთელმა საქართველომ შეიტყო ჩვენი ამბავი, რუსთავიდან და თელავიდან ენერგოდისტრიბუციის თანამშრომელთა ბრიგადები მოვიდნენ მთავარი ძაბვის სადენის შესაკეთებლად. გაწყვეტილი მავთულები სულ ჩემს ეზოში ეყარა. პანიკაში ჩავცვივდით მომხდარის გამო. იმ დღეს ყველა თანადგომას გვპირდებოდა, მაგრამ მეორე დღიდან ზურგი გვაქციეს, თვით ენერგოდისტრიბუციამაც კი, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვა მძღოლისთვის, ან რაიმეთი ჩვენც დაგვხმარებოდა. ყველამ ბანკიდან გამოტანილი და ნასესხები ფულით შევცვალეთ ელექტრო-გაყვანილობა და შევიძინეთ ელექტროტექნიკა”- აღნიშნა ერთერთმა დაზარალებულმა ლალი დათუნაშვილმა.

სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია ხუთი წელი ხდება რაც გაკოტრების რეჟიმში მუშაობს. მაგრამ როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განუცხადა,  კომპანია მალე გადავა რეაბილიტაციის რეჟიმში. ,,მართალია გაკოტრების რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო ერთი წელია კომპანიამ მოახერხა ის, რომ როგორც შემოსავლები, ასევე სხვა პარამეტრები აქვს ნორმის ფარგლებში,  მას აქვს მაჩვენებლები იმისი, რომ გადავიდეთ რეაბილიტაციის რეჟიმში”-აღნიშნა ბექა ბარამიძემ. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC