კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

RMG-მ საყდისის საბადოს აფეთქება უნებართვოდ განახორციელა

24 დეკემბერი, 2014
სახელმწიფომ სამუშაოების შეჩერება და ზიანის ანაზღაურება უნდა მოითხოვოს

CENN

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, RMG-მ საყდისის საბადოს აფეთქება უნებართვოდ განახორციელა.
 
კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილში, რომელიც CENN-მა 2014 წლის 19 დეკემბერს მიიღო, აღნიშნულია: „სააგენტოს მიერ საყდრისის საბადოს #1 უბანზე სამშენებლო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა არ გაცემულა“.

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის საბადოს პირველ უბანზე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები უკანონოა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექვემდებარება.
 
სახელმწიფო რეაგირება
 
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით, აღნიშნული სამართალდარევა ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
 
მძიმე შედეგის დადგომის შემთხვევაში, სამართალდარღვევა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, ფეთქებადი მასალების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით.
 
სამთომომპოვებელ საწარმოებში ბურღვა-აფეთქების სამუშაოებისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობების კონტროლს ახორციელებს სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
 
საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ინსპექციამ, დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.
 
ინსპექცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და დადგენილი წესით აღასრულებს მას, საჭიროების შემთხვევაში კი, მასალებს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისათვის.
 
თანდართულ დოკუმენტად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალური პასუხი CENN-ის წერილზე. 

ახალი ამბები