კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სავარაუდოდ ნაცემი მსჯავრდებულების დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე

30 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ქუთაისის #2  დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმ მსჯავრდებულთა გადაყვანას, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებულების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მოითხოვნით 16 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა

პრესკონფერენციის შემდეგ მსჯავრდებული თამაზ რასოიანი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ქუთაისის #2 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მასთან ერთად გადაიყვანეს, ასევე, მის საკანში მყოფი 6 მსჯავრდებული, რომლებზეც ასევე სავარაუდოდ განხორციელდა ცემა და არაადამიანური მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იმავე დღეს გაავრცელა ორი სასწრაფო მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელზე: 
2)http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=18025&lang=geo.

ქუთაისის #2 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით თამაზ რასოიანს, რომელიც წარსულში რამდენჯერმე დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეზღუდება კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ: ნათესავი, რომელიც  მას ყურადღებას აქცევს, ცხოვრობს თბილისში და მას არა აქვს შესაძლებლობა, ურთიერთობა ჰქონდეს თამაზ რასოიანთან ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც მსჯავრდებულს ეზღუდება უფლება, ურთიერთობა იქონიოს ახლობლებთან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მიმართავს  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ რეაგირება პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. დაიწყოს მოკვლევა სავარაუდოდ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ამავე დროს, თამაზ რასოიანი დაბრუნდეს თბილისში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საშუალება ექნება, ჰქონდეს ურთიერთობა ნათესავთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები