13:29, Tuesday, 26.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმსხვილესი ორგანიზაციის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით

29.01.2015
 
gyla.ge

14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ - „ევროპა ნოსტრამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„ევროპა ნოსტრა“ მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, რომელიც, როგორც ევროპა ნოსტრა აღნიშნავს მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს მაღაროა.
 
„ევროპა ნოსტრა“ ასევე სოლიდარობას უცხადებს კამპანიას, რომლის მიზანია საყდრისი-ყაჩაღიანის გადარჩენა და აცხადებს მზადყოფნას რომ მხარში დაუდგეს სამოქალაქო საზოგადოებას რათა შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის შემდგომი განადგურება.
 
ორგანიზაცია ასევე შეუერთდა პეტიციას, რომელიც საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად შეიქმნა. პეტიციას ამ დროისთვის მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
 
„ევროპა ნოსტრა“ წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს გაერთიანებას კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, რომელიც აერთიანებს 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 250 წევრ ორგანიზაციას და 150 ასოცირებულ წევრს (მათ შორის, მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა VOLVO, სამთავრობო უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობები). ,,ევროპა ნოსტრა“ მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNESCO, ევროპის საბჭო და სხვა. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC