კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კნოლევის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

30 იანვარი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სოფელი კნოლევი ქარელის რაიონის ბოლო სოფელია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი მავთულხლართებით სოფლის ტერიტორია გაიყო.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების სახნავ - სათესი მიწის ნაკვეთები მოექცა.  სოფელში დარჩენილი მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე მცირდება, მიგრაცია საგრძნობი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ გახდა. კნოლევში რამდენიმე სახლი 2008 წლის ომის შედეგად დაიწვა და დაინგრა. ომის კვალი სოფელს დღესაც ეტყობა. 

 „ჩვენი ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოყოლილი, ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი გადმოწიეს სოფლის ტერიტორიაზე. ჩემი ნაკვეთი იმათ პოსტთანაა ახლოს, რის გამოც ნაკვეთი ვერ დავამუშავე. 100 მეტრზე ახლოს არ გვიშვებენ“, - აღნიშნა კნოლევის მკვიდრმა ფირან ფილიშვილმა.

„ჩემს ნაკვეთთან მავთულხლართი არის გამბული, იქით რუსები დგანან. ბაღების დასამუშავებლად  მარტო ქალები ვერ მივდივართ, გვეშინია“,- ამბობს კნოლევის მკვიდრი ნორა ასანიძე.

 კნოლევში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ინფრასტრუქტურა სამართავად  ,,სოკარ ჯორჯიას" გადაეცა. კომპანიას უკვე დაწყებული აქვს მილებისა და მრიცხველების დამონტაჟება. სოფლის მოსახლეობისთვის პრობლემად რჩება სასმელი წყალი. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს, კნოლევში სასმელი წყლის სიტემის რეაბილიტაციაა  დაგეგმილი.

„ამინდი გაუმჯობესდება თუ არა, ვიზრუნებთ კნოლევის წყლით მომარაგებაზე.  ცენტრალური გაზსადენი გაკეთებულია და ეტაპობრივად ვაგვარებთ პრობლემებს“,- განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა. 

სოფლის მოსახლეობის უმეტესობა სოციალურ დახმარებას იღებს. სოფელში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. სკოლა საბაზისოა, 9 კლასიან სკოლაში 20 მოსწვლე და 13 პედაგოგია. საბაზისო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მეზობელი სოფლის, ცერონისის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით, სოფელ კნოლევში რამდენიმე ახალგაზრდამ საინფორმაციო - საკომუნიკაციო პლატფორმა შექმნა, პროექტი  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის გაძლიერებას ეხება.  პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი  სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაა. 

სოფელ კნოლევის მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისგან სოფელში  არსებული მდგომარეობის გაცნობასა და დახმარებას ითხოვენ.

ახალი ამბები