კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო გვენეტაძე წარადგინოს

9 თებერვალი, 2015
 
HUMANRIGHTS.GE

არასამთავრობო ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, მედიის ინსტუტუტი და იურისტ ქალთა კავშირი, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ წინადადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგონოს ქალბატონ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მიმართვაში აცხადებენ, რომ იზიარებენ პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. 

„სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით, ვფიქრობთ, ნინო გვენეტაძე გამორჩეულია თავისი მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, პრინციპულობით, სამართლიანობითა და შეუვალობით. რაც მთავარია, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამ თანამდებობებზე მუშაობისას იგი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იბრძოდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების  დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, იგი იქცა დევნილად, როდესაც რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მანკიერი სასამართლო სისტემის დაუმორჩილებელი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად ნინო გვენეტაძე 2006 წელს  გაერთაინდა  არსამათავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის კანცელარიაში დღეს წარადგენენ. 

გარდა ამისა, როგორც მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ნინო გვენეტაძე საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით, აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და წარმატებით მუშაობს აკადემიური მიმართულებით.

ახალი ამბები