კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

9 თებერვალი, 2015
 
სივილ ჯორჯია

პოლიციამ 7 თებერვალს მამაკაცი დააკავა, რომელსაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის, მისი შვილის საფლავზე  ხელყუმბარის დამონტაჟებაში ედება ბრალი, განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ კვირას.
ბრალდებული პოლიციელია წალკის რაიონიდან, რომელიც უარყოფს ბრალდებებს, განუცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს თავისი შვილის, 2006 წელს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა გამოძიების ბოლომდე მისაყვანად. 2 თებერვალს 11 ყოფილი პოლიციელი დააკავეს და 2006 წლის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „განზრახ მკვლელობის“ ბრალი წარუდგინეს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა 8 თებერვალს, რომ „გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი“.

„ეს არის მკვლელის შეცდომა და ჩვენ გაგვიმართლა“, -  განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ გამოძიებას  „უტყუარი მტკიცებულება“ აქვს  დაკავებული პირის წინააღმდეგ.

მან დანაშაულის მოტივებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა საქმის „სწრაფ“ გამოძიებას.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფების და მე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფაქტი რომ მოხდა ძალიან სწრაფად გამოძიებული, ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო და მე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოძიების პროცესში იყო ჩართული“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში.

ახალი ამბები