კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი დააკავეს

13 თებერვალი, 2015
 
სივილ ჯორჯია

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ „განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის“ აღების ფაქტზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან სასტუმროს მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10%– 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ, ქრთამად აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სხვა საკითხებთან ერთად მშენებლობის წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობას კურირებს.

წერილობით განცხადებაში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიისთვის „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს“.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს თბილისის მერად და რომელსაც ნარმანიამ მოუგო შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების დროს, განაცხადა, რომ თბილისის მერიის დაკავებულ თანამშრომელთან ერთად ასევე უნდა აგონ პასუხი მისმა ზემდგომებმა, მათ შორის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ.

ხუთშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „დაუყოვნებლივ აღკვეთს“ კორუფციის შემთხვევებს.

„ჩვენი მთავრობა არის მართლაც გამორჩეული კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, “ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ–ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო“.

საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე საქართველოში 2012–2014 წლებში სტაბილური დარჩა და „რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას ან უკუსვლას ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“.

ახალი ამბები