20:46, Sunday, 20.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უვადო მსჯავრდებულთა პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება

13.02.2015

 
მაკა შამუგია

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მიმართეს. მათი თქმით, ამა წლის 26 იანვრიდან უვადოდ მსჯავრდებულთა ჯგუფმა უვადო შიმშილობის აქცია გამოაცხადეს. ისინი მოითხოვენ, აღსრულდეს 28.12.2012 წლის ამინისტიის შესახებ კანონი და აღმოიფხვრას მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია.

„ამ კანონის მიღება განპირობებული იყო მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. გარკვეული ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროკურატურასთან კონსულტაციები, თუ რა რაოდენობის პატიმრები იყვნენ გასამართლებულნი, თუ როგორ შეიძლებოდა ესა თუ ის დანაშაულები გამოგვეყო და აქედან გამომდინარე, საერთო სისტემა შედგა“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. 

როგორც თვითონ მსჯავრდებულებმა განაცხადეს, ინკრიმინირებულ დანაშაულთა მსგავსი ბრალდებისთვის მსჯავრდებულ 570 პირს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დისკრიმინაციაზე.

„სასჯელის შემსუბუქება ¼-ით ყველას მიმართ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ სასამართლომ ამ კანონს მისცა თავისებური ინტერპრეტაცია. კანონს თუ როგორ განმარტავდა მოსამართლე, ეს უკვე მასზე იყო დამოკიდებული. პირდაპირი მინიშნებით უვადო პატიმრები არ არიან კანონის იმ მუხლში მოხსენიებულნი, მაგრამ პრაქტიკაში როცა საუბარია, რომ ყველას უნდა შეეხოს ¼-ით ისინიც იგულისხმებოდნენ“ , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

უვადო მსჯავრდებულები ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათ კოლექტიური განცხადებებით არაერთხელ მიმართეს, კომპეტენტურ პირებსა და უწყებებს, თუმცა - უშედეგოდ. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ შეწყალების კომისიასა და ადგილობრივ საბჭოებში მათ მიმართ განხორციელებულია უკანონო ქმედებები, როდესაც არ ხდება განცხადებების განხილვა და დაკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები კანონით დადგენილ კრიტერიუმებს პირნათლად ასრულებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის იურიდიულ საკითხებში, თამარ ავალიანის თქმით, თავის დროზე კანონში ხარვეზი იყო, რადგან ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ მიექცა: „შემდგომში კი ეს საკითხი სასამართლომაც არასწორად განმარტა. კანონში ეწერა, რომ  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულით მსჯავრდებულებისთვის დანაშაული ¼-ით უნდა შემცირებულიყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დანაშული თუ აქვს პირს მისჯილი, სასჯელი შეიძლება ვადიანიც იყოს და უვადოც. სასამართლოს ინტერპრეტაციით, კანონი შეეხო მხოლოდ ვადიან სასჯელებს. გამოდის, რომ ერთი კატეგორიის მსჯავრდებული პირების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იყო“.

მსჯავრდებულთა განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირთა სასჯელის გადავადება უმძიმესი ავადმყოფობის შემთხვევაშიც არ ხდება, ამავე დროს არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რითაც წლების წინ უკანონოდ გამოტანილი განაჩენები გადაიხედება.

„ევროპული სტანდარტებითაც უვადო პატიმრობა არ გულისხმობს მთელი სიცოხლის განმავლობაში ადამიანის ციხეში ყოფნას. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს პერსპექტივა და მოლოდინი, რომ გაათავისუფლებენ.  აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს დიდი ღონისძიებები აქვს გასატარებელი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უვადო პატიმრების მიმართ საჭიროა, უფრო მეტად ლიბერალური მიდგომა“, - ამბობს თამარ ავალიანი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC