კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი 2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

13 თებერვალი, 2015
 
Ombudsman.ge 

12 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. 

კვლევის  მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელი წარმოადგინა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭირვალე საქმიანობისათვის სპეციალური სერტიფიკატიც დაიმსახურა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში უდიდეს ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს და მომავალშიც გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური ღიაობისა და აქტივობისთვის. „ასეთი სახის ღონისძიებები უფრო მეტად წაახალისებს იმ უწყებებს, რომლებიც კანონის სრული დაცვით გასცემენ საჯარო ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა სტრუქტურას ქონდეს ნათელი წარმოდგენა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონის მოთხოვნაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ანგარიში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები