კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებების მონიტორინგს

19 თებერვალი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს პროექტის - ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში - განხორციელებას. პროექტი მოიცავს პერიოდს 2015 წლის თებერვლიდან აგვისტომდე. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები განახორციელებენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში. მონიტორინგი განხორციელდება რუსთავის #5 ქალთა და თბილისის #11 არასრულოვანთა საპატიმროებში. 

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი მოამზადებს სტატიებს გამოვლენილი პრობლემების შესახებ, რომელიც განთავსდება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებპორტალზე - www.humanrights.ge. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ასევე სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს მათ საქმეში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ბულგარეთის საელჩო საქართველოში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები