კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უვადო პატიმრების ახლობლებმა აქცია გამართეს

23 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ უვადო პატიმრების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პატიმრების საქმეების გადახედვას და მათთვის სასჯელის შემცირებას ითხოვენ.

„მოვითხოვთ, გადაიხედოს მათი საქმეები და შეუმცირდეთ პატიმრობის ვადა. მოგეხსენებათ,  ისინი 25 დღეა შიმშილობენ და არავინ იცის, მათი საპროტესტო აქცია რა შედეგით დასრულდება. მით უფრო, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესია“, - აცხადებენ მოშიმშილე პატიმრების ახლობლები.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც  საკანონმედებლო ორგანოს წარმომადგენლებს წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და აღნიშნული პატიმრების საქმეების გადახედვისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა, მას პროტესტის სხვა, უფრო მკაცრი ფორმა მოჰყვება.

ახალი ამბები