კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა

23 თებერვალი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი
 
პროკურატურამ 46 წლის გოჩა ოსიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შს სამინისტროს თანამშრომელი გოჩა გრიგოლაშვილი დააკავა. ტრაგედია 7 თებერვალს, თბილისში, რესტორან „ხვანჭკარასთან” მოხდა. 

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ,  გოჩა ოსიაშვილი ავარიის დროს 6 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის დროს მან მხოლოდ შვილის გადარჩენა მოასწრო, თავად კი, ავტომობილის დაჯახებისას, ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომელია. 

გოჩა ოსიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დამნაშავის დასჯას ითხოვენ. 
 „გრიგოლაშვილმა თავისი სიმთვრალით ოჯახი დაღუპა. პოლიციელი იქნება თუ  ვინმე ჩინოვნიკი, დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. ყველაფერი გამოძიებულია, ორ კვირაში სასამართლო იქნება და განაჩენს გამოიტანს”, -აცხადებენ ოსიაშვილის ნათესავები.

ახალი ამბები