კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე თავმჯდომარე და ჯგუფების კოორდინატორები აირჩიეს

23 თებერვალი, 2015
 
ლანა გიორგიძე

2015 წლის 11 თებერვალს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრება გაიმართა. კრებას 87 წევრი ორგანიზაცია ესწრებოდა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა გახსნა. ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა - საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

საერთო კრების შემდეგ ნაწილში პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა და ჯგუფების თანაკოორდინატორებმა პლატფორმის მიერ 2014 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ეროვნული პლატფორმის წევრებმა წესდებაში ცვლილებები შეიტანეს.
 
კრების მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა პლატფორმის თავმჯდომარისა და ჯგუფების კოორდინატორების არჩევნები. თავმჯდომარედ დასახელებული იყო ერთი კანდიდატი - ლიბერალური აკადემიის თბილისის დირექტორი, ლაშა ტუღუში. პლატფორმის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 80 ორგანიზაციამ. კენჭისყრის შედეგად, 63 ხმით ლაშა ტუღუში აირჩიეს. 

შეხვედრაზე ასევე აირჩიეს სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები: 

I ჯგუფი - ირინა ფუტკარაძე, ნათია კუპრაშვილი
II ჯგუფი- კახა გოგოლაშვილი და მანანა წულაია 
III ჯგუფი - ანზორ დუნდუა და მანანა დევიძე 
IV ჯგუფი - ნუკრი ყველაშვილი და ნინო ტლაშაძე
V ჯგუფი - ირაკლი პეტრიაშვილი და ზურაბ ფუტკარაძე

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ოთხ სამუშაო ჯგუფს: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; 2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა; 3) გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება; 4) ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.

მე-4 ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძეა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ეროვნული პლატფორმის დაარსების დღიდან მისი აქტიური წევრი ორგანიზაციაა.

ნინო ტლაშაძის განცხადებით, ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ რეგიონებში საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებს.

„ვიზის ფასილიტაცია, განათლება, კულტურა და ახალგაზრდული საკითხები ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მივესალმები ახალგაზრდული ქვე - ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ახალგაზრდების როლს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში. ასევე მიმაჩნია, რომ ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფმა, პროცესში რეგიონალური ორგანიზაციების მეტი ჩართულობისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს რეგიონებში საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებს. კონფლიქტის ქვე-ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება ოს და აფხაზ ხალხთან ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობა; კარგი იქნება ეროვნული პლატფორმის სახელით განხორციელდეს ისეთი ადვოკატირების კამპანიები, რომლებიც აფხაზ და ოს ხალხებთან ნდობის აღდგენის პროცესს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ.

ნინო ტლაშაძის თქმით, ეროვნული პლატფორმისა და მისი სამუშაო ჯგუფების მუშაობა უფრო მეტ მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იძენს. 

აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობა ორიენტირებულია მრავალმხრივ (ევროკავშირი – აღმოსვლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა) და ორმხრივ ურთიერთობებზე (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ცალკეული ქვეყანა). 

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას - აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა,  აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა. ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება. საქართველოს ეროვნული პლატფორმა 2010 წლის 13 ნოემბერს ამოქმედდა.

ახალი ამბები