კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა გრძელდება

24 თებერვალი, 2015
 
ნინო წოწორია 
ლელა ხეჩოშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება. 2013 წელს დაწესებულების დირექტორის, ნატო უსენაშვილის გათავისუფლების შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს საკადრო და საკანცელარიო საკითხებში მთავარი სპეციალისტი ნათია ასანიშვილი, რომელსაც ამჟამინდელი დირექტორი წინა ხელმძღვანელთან მეგობრობის გამო დევნის.

ნათია ასანიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2008 წლიდან მუშაობდა. 2013 წლის 25 თებერვალს კი, მას შემდეგ რაც მარიკა ხუციშვილი  დაწესებულების დირექტორად დაინიშნა, მის მიმართ ზეწოლამ და მუქარამ იმატა. ნათია ასანიშვილი დევნის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონის ყოფილი მაჟორიტარ დეპუტატთან, ნუგზარ აბულაშვილთან ნათესაურ კავშირს ასახელებს. 

„მარიკა ხუციშვილი დამემუქრა, თუ ნატო უსენაშვილი არ დაბრუნდებოდა, აუცილებლად გამათავისუფლებდა სამსახურიდან. ასევე აღნიშნავდა, ისეთი „ზურგის“  არსებობას,  რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი გათავისუფლების მიზეზების ძებნა. ბოლოს რომ ვერაფერი იპოვეს, ბიუჯეტში ეკონომიის გაწევის მიზნით, ჩემი შტატის შემცირება გადაწყვიტეს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე მოსულ წერილში, სადაც ნათია ასანიშვილი აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირებას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს, მარიკა ხუციშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებული ნათელა ასანიშვილის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. 

„რაც შეეხება დამატებით ორი თანამშრომლის აყვანის ფაქტს, საჭიროდ ჩავთვალე, მყავდეს თანაშემწე, რადგან ბაღების ქსელი დიდია და მასში 24 ბაღია გაერთიანებული. აღნიშნულ ადგილას კი გამოცდილი და კომპეტენტური კადრი მჭირდებოდა. ასანიშვილი თუ სასამართლოში მიჩივლებს ეგ მისი მოვალეობაა. ნებისმიერი გამწარებული ადამიანი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა, ასე მოიქცევა“,- განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა, მარიკა ხუციშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების დირექტორი ნათია ასანიშვილთან პირად საუბარში პასუხისმგებლობას იცილებს და თანამშრომლის გათავისუფლების მოტივად მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი მოადგილის მხრიდან მოთხოვნას ასახელებს. თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნულს უარყოფს და დაწესებულების დირექტორის კომპეტენციაში ჩარევას გამორიცხავს. გათავისუფლების ოფიციალური ბრძანების მიხედვით კი, ნათია ასანიშვილი ორგანიზაციული ცვლილების მიზეზით გათავისუფლდა.

„სიღნაღის სააღმზრდელო დაწესებულებიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე უკვე მეორე თანამშრომლის წერილია მოსული, რაც იმას მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ასეთი ტიპის დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ლუკავამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 15 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მაჟორიტარ დეპუტატს ნატო უსენაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით წერილობით უკვე მიმართა. თამარ ლუკავას თქმით, ნათია ასანიშვილის საქმესთან დაკავშირებით კი, გათავისუფლების ბრძანების გაცნობის შემდეგ მოახდენენ სათანადო რეაგირებას.

ახალი ამბები