კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა თბილისის მერს ქალაქში სოციალური რეკლამების უფასოდ განთავსების თაობაზე

25 თებერვალი, 2015
 
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან მივიღეთ ინფორმაცია (წერილის N. 07/143141584-1), რომ სოციალური რეკლამის განსათავსებლად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილები და შესაბამისი შეღავათები არ არის. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გააჩნიათ კომპანიებს, რომლებიც კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და ისინი წყვეტენ გააკეთონ თუ არა რაიმე შეღავათი სოციალური რეკლამისათვის. 

ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისში სოციალური რეკლამის განსათავსებლად საკმაოდ დიდი თანხების გადახდაა საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოს რიგ სხვა ქალაქში (მაგალითად, ქუთაისი, გორი, ახალციხე) სოციალური რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი.

ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის თბილისშიც, საჯარო ადგილებში შესაძლებელი უნდა იყოს სოციალური რეკლამების უფასოდ განთავსება. გთხოვთ, მიიღოთ ზომები იმისათვის, რომ სოციალური რეკლამებისათვის შესაბამისი ადგილები გამოიყოს.

ჩვენი მხრივ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ველით თქვენს გამოხმაურებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“;
ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“;
ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“;
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN);
რეპატრიანტთა კავშირი;
საზოგადოებრივი დამცველი;
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;
ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“

ახალი ამბები