კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპატრირებულ მესხებს ბინადრობის პრობლემები ექმნებათ

11 მარტი, 2015
 
მაკა შამუგია

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა სახლისა  და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დაზარალებულებიც: იუნუს არიფოვი და მუსლიმ არიფოვი.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმ არიფოვი საქართველოს მოქალაქეა. თუმცა, მის მეუღლეს დილარა არიფოვასა და შვილს, იუნუს არიფოვს საქართველოში  ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. 

„2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით, 1400 ადამიანმა რეპატრიანტის სტატუსი მიიღო, მათგან 90% საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი კი საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხების პრობლემებია“, - აღნიშნა „ტოლერანტის“ თავმჯდომარემ, ცირა მესხიშვილმა.

იუნუს არიფოვი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, უკვე 8 წელია, საქართველოში ცხოვრობს. მან აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამასთან, იუნუს არიფოვს საქართველოში ცხოვრების 2-წლიანი ვადა უკვე ეწურება. აღსანიშნავია, რომ არიფოვის საკუთრებაშია. სამცხე-ჯავახეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, სადაც მისი ოჯახი მუდმივად ცხოვრობს.

უფლებადამცველების თქმით, არიფოვებს საქართველოს ხელისუფლებამ რეპატრიანტის სტატუსი მიანიჭა, შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პირობა დადებული მოქალაქეობა მიიღეს. პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება  მას შემდეგ შევა ძალაში, რაც იუნუს არიფოვი და დილარა არიფოვა აზერბაიჯანის მოქალაქეობას დატოვებენ.

იუნუს არიფოვმა საქართველოში ბინადრობის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, თუმცა, 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და  უკვე რვა წელია აქ ვცხოვრობ, მეუღლისა და შვილის საქართველოში ბინადრობის უფლებაზე დაწერილ  განცხადებაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თან დაამატეს, რომ ჩემი ცოლ-შვილი ქვეყნისთვის საშიშ ადამიანებად მოიაზრებიან“, - განაცხადა მუსლიმ არიფოვმა. იმის გამო, რომ კონტრდაზვერვამ არიფოვების საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება სახიფათოდ მიიჩნია, იძულებული ვხდებით, მივმართოთ სასამართლოს.

„გაუგებარი მიზეზების გამო, სრულიად დაუსაბუთებლად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარი განაცხადა. იძულებულები ვხდებით, სასამართლოს მივმართოთ, რათა არიფოვებს ბინადრობის ნებართვა მისცენ“, - განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტმა იუნუს არიფოვისა და დილარა არიფოვას საქმეებზე სასამართლოს საჩივრით უკვე მიმართა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ინფორმაციით, ბინადრობის პრობლემები, საქართველოში მცხოვრებ 140 რეპატრირებულ მესხს აქვს, 52 მათგანი კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს.

ახალი ამბები