კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია ეხმიანება მთავრობის ინიციატივას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით

16 მარტი, 2015
 
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც ეხება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთავარ პროკურატურაში შესულ მოქალაქეთა ათასობით საჩივარს და მათზე ეფექტური სამართლებრივი მოქმედებების დაწყებას.
 
2014 წლის ოქტომბერში კოალიციამ შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეფექტური საჯარო პოლიტიკის შემუშავებას, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გატარებას, სამართლის უზენაესობის, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროში.
 
კოალიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმის შექმნა, დაზარალებულთა მდგომარეობის ადეკვატური შეფასება და ღონისძიებების გატარება, მათი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გვსურს ხაზი გავუსვათ სიმართლის დადგენის მნიშვნელობას, რომელიც გაზიარებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ და რომელიც დაეხმარება საქართველოს ბოლომდე მიიყვანოს აუცილებელი სისტემური რეფორმები, აღმოფხვრას უნდობლობა, საზოგადოების პოლარიზაცია და დაიწყოს ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი.
 
ვიცნობთ რა ამ საკითხის კომპლექსურობას, გვჯერა, რომ აუცილებელია რეფორმების ღრმა და ყოვლისმომცველი პაკეტის შემუშავება, რომელიც არ იქნება შემოფარგლული სტრუქტურული დანაყოფის შექმნით მთავარ პროკურატურაში, არამედ შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

 დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება;
 ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის ქმედითი მექანიზმი და სასამართლოს როლი;
 შესაძლო ბრალეულ პირთა პასუხისმგებლობა;
 მსხვერპლთა კომპენსაციისა და რესტიტუციის მკაფიო და გამჭვირვალე პროცედურა.

მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ ეტაპზე, საზოგადოებრივი წნეხის პირობებში, არ მოხდეს ზედაპირული, მოუმზადებელი და საჩვენებელი რეფორმის გატარება, რომლის შედეგად შემუშავებული გადაწყვეტის მექანიზმი არ იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, რაც საბოლოოდ ვერ გააჩენს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში.
 
აღნიშნული გამოწვევებისა და რისკების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზებზე ხელისუფლების მუშაობის პროცესი დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური დიალოგის რეჟიმში უნდა წარიმართოს, საზოგადოების მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით, რომლის შედეგი იქნება ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელება.
 
კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს საზოგადოებრივ ფორუმს, სადაც პროცესში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და იდეები.

ახალი ამბები