კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქალები უფლებებისთვის იბრძვიან: „ჩვენ გვინდა ხმა“

17 მარტი, 2015
 
გარდიანი

1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს ქალების მთავარ მიზანს თანასწორი საზოგადოების შექმნა წარმოადგენდა - ეს იყო მსოფლიოს პირველი კომუნისტური სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი.

საბჭოთა ლიდერები, რევოლუციური ენთუზიაზმით, მოსკოვიდან-ტაშკენტამდე ჩაგრული ქალების გათავისუფლებას ცდილობდნენ. 1930 წელს სტალინის განცხადებით, მათ ამ მიზანს მიაღწიეს.

მოსკოვში ქალებს რეპროდუქციული საკითხების გადაწყვეტის უფლება მიეცათ, რაშიც აბორტის ლეგალიზება იგულისხმება. თუმცა, აღნიშნული უფლება 1936 წლიდან, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, კვლავ შეეზღუდათ. აბორტის ლეგალიზების შედეგად უამრავი ქალი დასაქმდა. ქალები უზრუნველყოფილი იყვნენ დეკრეტული შვებულებით და ბავშვზე ზრუვნის უნივერსალური პროგრამით. მიუხედავად აშკარა თავისუფლებისა, საბჭოთა ქალის ემანსიპაცია მათთვის მძიმე სამუშაო პირობების შექმნას ნიშნავდა. ქალებისთვის დიასახლისობა, ბავშვის მოვლა და მუშაობა მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. 

საბჭოთა კავშირის დაცემიდან 25 წლის შემდეგ ქალთა უფლებები კვლავაც აქტუალური თემაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქალების უფლებები უფრო მწვავე პრობლემაა, ვიდრე დასავლეთში.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის შესახებ გამოცემული 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ლატვია ქალთა უფლებების დაცვის კუთხით პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. თურქმენეთი და უზბეკეთი კი, ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ანგარიშის თანახმად, ყველაზე პრობლემურ რეგიონებს ცენტრალური აზია და კავკასია წარმოადგენენ. 

კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად  11 800-მდე ქალს იტაცებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქალების დაახლოებით ერთი მეხუთედი  ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლია. სახელმწიფოები პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო ცვლილების გზით ცდილობენ. უზბეკეთში ქალის მოტაცებისთვის სასჯელის ზომა თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე გაიზარდა. თუმცა, ამ დანაშულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა იშვიათად ხორციელდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთში ქალები ხშირად ხდებიან მთავრობის მიერ დაფინანსებული კამპანიის მსხვერპლნი, რაც იძულებით სტერილიზაციით გამოიხატება. თუმცა, უზბეკეთის მთავრობა ამგვარი კამპანიის არსებობას უარყოფს. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასევე აქტუალურია ქალების ეკონომიკური დაუცველობა. ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში ქალებს აიძულებენ, გახდნენ ე.წ. „მეორე ცოლები“. პოლიგამია ისლამური ტრადიციით მისაღებია, მაგრამ აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობით მრავალცოლიანობა აკრძალულია. 

რუსეთში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  მამაკაცურობის კულტად მიიჩნევა. იგი წელს ზემოთ შიშველი ჯირითობს ცხენით და დადგმული სცენარით ცდილობს, სატელევიზიო გუნდი ვეფხვის თავდასხმისგან იხსნას, ამით ის რუსული ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„პუტინის მიზანი მხოლოდ მისი მამაკაცურობის წარმოჩენა არ არის, არამედ ერთგვარი მცდელობა, გამოხატოს მისი, როგორც ლიდერისა და ქვეყნის ძალაუფლება“, - ამბობს ამერიკის კლარკის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი სტერლინგი (ავტორი წიგნისა „სქესი, პოლიტიკა და პუტინი: პოლიტიკური ლეგიტიმაცია რუსეთში“).

რუსეთში ოჯახური ძალადობა დანაშაულად არ მიიჩნევა. ათასობით ქალი, ყოველწლიურად, ძალადობის მსხვერპლი ხდება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. „ოჯახურ ძალადობას ებრძვიან საქართველოშიც, სადაც მსხვერპლის დადანაშაულების კულტურაში „შემაშფოთებელი და არატოლერანტული მოსაზრებები“ გამოვლინდა“, -  ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი თბილისიდან.

სტერლინგის თქმით,  რუსეთში ფემინიზმი „ბინძურ სიტყვად“ მიიჩნევა. აღსანიშნავია 2012 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც „ფუსი რაიოტის“, ანარქო-ფემინისტური პანკ-ჯგუფის მსვლელობა დემონსტრანტების დაპატიმრებით დასრულდა. სასამართლომ „ფუსი რაიოტის“ ფემინისტური ქმედება რელიგიური სიძულვილის გაღვივების ეკვივალენტად მიიჩნია.  მოგვიანებით, რუსეთის გავლენიანმა კათალიკოს-პატრიარქმა კირილმა ფემინიზმს გამოუტანა საბოლოო ვერდიქტი: „ძალზე საშიში ფენომენი“; „ქალთა ფსევდო-თავისუფლება“ ოჯახისა და ქორწინების წინააღმდეგ. 

კრემლის ანტიდასავლური ხედვა ოჯახურ ღირებულებებზე კონსერვატორული და სოციალური განწყობითაა გაჯერებული. პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთის ზეწოლით  დასავლურ ღირებულებს ეწინააღმდეგებიან. კრემლის მტრული განწყობა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველების მიმართ ხშირად  მედიის განხილვის თემა ხდება. 

„საქართველოში ქალთა უფლებების გაზრდა აქტუალური საკითხია. ჩვენ ვფიქრობთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს პროდასავლური კურსი და ევროპული მისწრაფებაა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი თბილისიდან. 

სომხეთში კი, ქალთა რესურს-ცენტრის დირექტორს ლარა აჰარონიანს სიკვდილით დაემუქრნენ. მათ წინააღმდეგ აგორდა ბინძური კამპანია, რომელიც გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გამართულ აქციებს ოჯახების დანგრევისკენ გამიზნულ ხრიკად მიიჩნევდნენ. 

„დღეს ძალიან რთულია სომხეთში სიტყვა „გენდერი“ გამოიყენო. ეს შეურაცხყოფას ნიშნავს“, - ამბობს აჰარონიანი. 

სომხეთის მსგავსი მდგომარეობაა ყირგიზეთშიც. ერთ-ერთი ბიშკეკელი აქტივისტის განცხადებით, წინააღმდეგობა იმდენად ძლიერია, რომ მას მოქალაქეები მთელი სხეულით გრძნობენ. საფრთხის მიუხედავად, ყირგიზი ქალები თავიანთი უფლებების დასაცავად მაინც იბრძვიან. „ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი და ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხმა“, - ეს არის ყირგიზი ქალი აქტივისტების ლოზუნგი. ისინი ცდილობენ, შეცვალონ იმ საზოგადოების შეხედულებები, სადაც ნაადრევი ქორწინება ცხოვრებისეული წარმატებაა; სადაც ძალადობა დაშვებულია; ქალთა განათლება მეორე პლანზეა; მამაკაცები ქალებზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგანან და, სადაც ხალხს არ უნდა მოსმენა.

უკრაინაში ანარქო-ფემინისტური ჯგუფი წელს ზემოთ შიშველი დემონსტრაციას მართავდა მკერდზე წარწერით - „სიკვდილი დიქტატურას“. „მკერდი არის იარაღი, რომელიც  წარმოაჩენს ქალის სხეულს“, -  ამბობს აქტივისტი ანა ხუცოი. 

1917 წლის რუსეთის რევოლუციიდან ათწლეულების გასვლის შემდეგ, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო. 

 

ახალი ამბები