კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

25 მარტი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯირკველიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მერიის მიერ დაგეგმილი მოკლე და გრძელვადიანი პროექტები განიხილა.

„დღევანდელ შეხვედრაზე საშუალება მომეცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურულ - საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მსგავსი სახის შეხვედრების გამართვას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

შეხვდრის მეორე ნაწილი ქალაქის მერთან კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვების ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მერებისა და გაგმეგბლების შეხვედრისას განხილულ საკითხებს ეხებოდა.

ზურაბ ჯირკველიშვილმა შეხვედრაზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა და დაასახელა ის კომპანიები, რომელთაც დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულეს. 

გორში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ნაწილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც მოხვდა. მაკონტროლებელმა ორგანომ დასკვნა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა, სადაც 2012 -2013 წლებში გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ასახული. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე მოხვდა როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. აუდიტის დასკვნას შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა სწავლობს.

ახალი ამბები