კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება გადამწვარ სახლებში

17 აპრილი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რამდენიმე სახლი დაიწვა. „ომის კვალი ადვილად არ ქრება“ -  ეს განცხადება განცხადება საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვდრაზე გააკეთა. ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს საზღვირსპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების შესახებ. არც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს დამწვარი სახლების აღდგენის სამოქმედო გეგმა.

ამჟამად, სოფელში 4 დამწვარი სახლია, მათ შორის ერთი - გიორგი გაბლიშვილის. გაბლიშვილი სოფელში ომის შემდეგ პირველად 2012 წელს დაბრუნდა და სახლის პირველი სართულის ერთი ოთახი გაარემონტა, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გაბლიშვილს პირველსა და მეორე სართულს შორის, რკინის კონსტრუქციაზე, პოლიეთილენის პარკი აქვს გადაფარებული, ამით ის წვიმისა და თოვლისგან იცავს სახლს. ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, მათი ბედი მხოლოდ სახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზეა დამოკიდებული. გაბლიშვილი სახლის გადახურვას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

„როგორ მივატოვო საკუთარი სახლი. გამგეობამ ამ სახლის შეკეთებას 30 000 ლარი მაინც დასჭირდებაო, თუმცა მე მხოლოდ სახლის გადახურვაზეც თანახმა ვარ, მაგრამ რეაგირება არ არის. ამდენი წელია თავზე გვაწვიმს, სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. როგორ უნდა ვიცხოვროთ?“,- აცხადებს humanrights.ge-თან საუბრისას გიორგი გაბლიშვილი.

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ სამუშაო ჯგუფის წევრის, ნუკრი ყველაშვილის განცხადებით, თუ სახელმწიფო ომის შედეგად დაზარალებულ პირებს არ დაეხმარება, მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის წინაშე დადგება: „ სახლები ინგრევა, ხელისუფლება კი არ ეხმარება დაზარალებულ ოჯახებს“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის, დავით ონიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გადამწვარი სახლების აღსადგენი თანხები არ არის, თუმცა ონიაშვილი ალტერნატიულ  პროგრამაზე საუბრობს, რომელიც ბინის დაქირავებს გულიხმობს.

„იმ პირებს, რომელთა ბინები  საცხოვრებლად უვარგისია, ვთავაზობთ ბინის დაქირავებას. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, ვუშუამდგომლოთ სატყეო დეპარტამენტთან, რომელიც  დაზარალებულ მოსახლეობას სამასალე ხით უზრუნველყოფს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე გადამწვარი სახლების მფლობელებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევთ, რადგან მათ მიერ პოლიეთილენის პარკით გადახურული სახლები ნალექს ვერ შეაკავებს.

ახალი ამბები