კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

27 აპრილი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  
 
„დროა, დასრულდეს მუდმივი საუბრები იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილი ქუთაისში არ არის. პრემიერ-მინისტრის განცხადება პარლამენტის შენობასთან, ასევე, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით სრული უპასუხისმგებლობაა და საკანონმდებლო ნორმებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციია „ევროპა ჩვენი სახლია-ს" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი.

იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა: „ჩვენ ვცდილობთ, ფუნქცია მოვუძებნოთ პარლამენტის შენობას ქუთაისში, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს 350 მილიონი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლს, ვფიქრობ, რომ უნდა გაიყიდოს. ეს არის წყალში გადაყრილი 80 მილიონი ლარი". 

თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით: „ოცნების მთავრობის" პირობებში ქუთაისი დღითიდღე კარგავს ფუნქციას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე მოსახლეობისგან იცლება. ქალაქი სოციალური კატასტროფის წინაშე დგას. ეს კი, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდება.  იგი მიიღებს პანღურს ქუთაისისგან".

ახალი ამბები